სად მივა პუტინი და ვის შეხვდება" />

პუტინის და ხაჯიმბას შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება

სად მივა პუტინი და ვის შეხვდება

დღეს, 8 აგვისტოს აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტს ელოდებიან. რამდენადაც წინასწარ ცნობილია, ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში 2 საათით ჩავა.

თავად ვიზიტის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ შეხვედრის ადგილი და დრო. პუტინი აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას საკურორტო ქალაქ ბიჭვინთაში შეხვდება.

სოხუმში ბევრს მსჯელობდნენ იმაზე, თუ რატომ შეირჩა შეხვედრის ადგილად ბიჭვინთა: ადგილობრივ საზოგადოებაში სხვადასხვა ინტერპრეტაცია არსებობს:

  • თავის წინა ვიზიტის დროს პუტინი სოხუმში უკვე იყო;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა ბიჭვინთაში უფრო იოლია, ვიდრე სოხუმში;
  • შეხვედრა ხანგრძლივი არ იქნება, და ამიტომ შეირჩა ბიჭვინთა; რადგან სოჭი, სადაც პუტინი უნდა ჩამოფრინდეს, იქედან უფრო ახლოსაა.

ხოლო თარიღის არჩევასთან დაკავშირებით ყველაფერი ისედაც ცხადია  – აგვისტოს ომის წლისთავი საგანგებოდ შეირჩა. ამ ომს რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.

პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ მაღალი დონის რუსულ-აფხაზური შეხვედრა რაიმე ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერას არ ითვალისწინებს.

ეს უკვე პუტინის მესამე ვიზიტია აფხაზეთში. ტრადიციულად, რუსეთის პრეზიდენტი ამ რეგიონს აგვისტოში სტუმრობს. ასე მოიქცა ის 2009 და 2013 წელსაც.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ