24 მილიარდი დოლარი - მხოლოდ აისბერგის წვერია" />

პუტინის „უახლოესი წრის“ მილიარდები

24 მილიარდი დოლარი - მხოლოდ აისბერგის წვერია

REUTERS/Yuri Kochetkov

იმ ადამიანების აქტივების რაოდენობა, რასაც რუსეთის პრეზიდენტისუახლოესი წრისადამიანები განკარგავენ, 24 მილიარდ დოლარს შეადგენს – ეს მხოლოდ ის არის, რისი დადგენაც დღეისთვის შესაძლებელი გახდა – “ეს თანხა, შესაძლოა, მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენდეს”, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის რუსმა კოორდინატორმა რომან შლეინოვმა.

ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტგამომძიებლებს აერთიანებს, მთელ მსოფლიოში იმ კაპიტალების ძიებით არის დაკავებული, რომელთა წყაროც, შესაძლოა, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული იყოს.

რომან შლეინოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს წრეს შეადგენენ ბავშვობის მეგობრები, КГБში მუშაობის დროინდელი კოლეგები და ნათესავები. ისინი ორ ჯგუფად იყოფიან:

პირველიეს არიან მეწარმეები, რომელთა ბიზნესი მას შემდეგ აყვავდა, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა. მათ შორის  ყველაზე ცნობილი და მსხვილი მეწარმეები არიანგენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი და ძმები არკადი და ბორის როტენებერგები. მათი ბიზნესი ან ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, ან სახელმწიფო კონტრაქტების შესრულებასთან.

მეორე წრეს შეადგენენ არასაჯარო, მაგრამ პუტინთან ნათესაურ ან მეგობრულ კავშირში მყოფი ადამიანები; მაგალითად,  მიხაილ შელომოვი, ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის ვაჟი, ან მუსიკოსი სერგეი პოლდუგინი, რუსეთის პრეზიდენტის სიყრმის მეგობარი.

მათ სახელზე გაფორმებულია კომპანიები, რომლებიც მილიარდობით დოლარიან გარიგებებს ახორციელებენ. თავიანთი ბიზნესის წარმოშობის შესახებ ამ ადამიანებს არაფრის თქმა არ შეუძლიათ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბოლომდე არც არინ საქმის კუსრში, თუ რა თანხებით ოპერირებენ – “არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ამ ამ ფულს ვლადიმირ პუტინი განკარგავს”, – ამტკიცებს ინტერვიუში რომან შლეინოვი. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის 200 ან მეტ მილიარდ დოლარს, რომელსაც, სხვა გამოკვლევების მიხედვით, ვლადიმირ პუტინის უახლოესი წრე აკონტროლებს, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის რუსმა კოორდინატორმა თქვა:

— ჩვენ ამ ციფრით – 24 მილიარდი დოლარით ვოპერირებთ, რადგან ეს ის არის, რის ნამდვილად დამტკიცებაც ჯერეჯერობით მოვახერხეთ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სიტუაცია სულ იცვლება; მაგალითად, თავის დროზე რუს დოლარის მილიონერებს შორის გამოჩნდა კირილ შამალოვი, რუსეთის პრეზიდენტის მეგობრის ვაჟი – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის ეკატერინა ტიხონოვაზე, ვლადიმირ პუტინის უმცროს ქალიშვილზე დაქორწინდა.

ბოლო ხანს რუსი ჩინოვნიკები და ოლიგარქები სულ უფრო ხშირად ეყრებიან  ცოლებს და ქონებას ან მათ უტოვებენ, ან შვილებზე აფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნულმა დაზვერვამ უნდა წარმოადგინოს მასშტაბური მოხსენება ყველა იმ აქტივის შესახებ, რომლებსაც პრეზიდენტ პუტინის ახლობელი ადამიანები აკონტროლებენ.

ამ ზომას ითვალისწინებს ის სანქციები, რომლებიც აშშმა ამერიკის  2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ დააწესა.


ასევე წაიკითხეთ