ქსენია სობჩაკი პრეზიდენტობის კანდიდატ შვიდ ქალს შორის ლიდერობს" />

ვიდეო: “რუსეთისთვის ჩავისვრი!” რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი

ქსენია სობჩაკი პრეზიდენტობის კანდიდატ შვიდ ქალს შორის ლიდერობს

რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები იმ გეგმების შესახებ იუწყებიან, რომლებსაც 2018 წლის 18 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამუშავებს.

კერძოდ, განიხილება არჩევნებზე ისეთი ქალი-კანდიდატის გამოყენების იდეა, რომელიც ამომრჩევლებს ვლადიმირ პუტინთან კონკურენციის ილუზიას შეუქმნის. გაზეთ „ვედომოსტის“ ინფორმაციით, ამ როლზე უკვე შვიდი პრეტენდენტი არსებობს.

ამ გეგმის მიზანია – მომავალი არჩევნებისადმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, ინტერესის მომატება, დასწრების გაზრდა და კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ილუზიის შექმნა.

ერთ-ერთ ასეთ პრედენდენტად  ასახელებენ ტელეწამყვან ქსენია სობჩაკს, სანკტ-პეტერბურგის გარდაცვლილი პირველი მერის ანატოლი სობჩაკის ქალიშვილს. თავად სობჩაკმა სოციალური ქსელების საკუთარ  ექაუნტებზე  ეს ინფორმაცია უკვე მისთვის ჩვეული ეპატაჟური მანერით უარყო.


ასევე წაიკითხეთ