რისთვის იბრძვიან პროტესტის მონაწილეები ჰონკონგში, რად უჯდება ეს ეკონომიკას და როგორ რეაგირებს პროტესტზე ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება" />

პროტესტი ჰონკონგში: ზარალი და პერსპექტივები

რისთვის იბრძვიან პროტესტის მონაწილეები ჰონკონგში, რად უჯდება ეს ეკონომიკას და როგორ რეაგირებს პროტესტზე ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება

პროტესტი ჰონკონგში იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც მატერიკულ ჩინეთში ექსტრადიციის საშუალებას იძლევა, 2019 წლის მარტში დაიწყო. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი ჰონკონგის მცხოვრებლებსა და ჩამოსულ ადამიანებს მატერიკული ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ მოაქცევს, რაც ძირს უთხის რეგიონის ავტონომიასა და მოქალაქეთა უფლებებს.

პროტესტის მონაწილეები კეტავენ ქუჩებს, მიდიან პოლიციასთან შეტაკებებზე. დაპირისპირებები ხდება აეროპორტშიც, რის გამოც, დროებით გაუქმდა საერთაშორისო ფრენები. ჩინურმა ჯარებმა კონცენტრირება დაიწყეს ჰონკონგის საზღვართან.

მოვლენების მიმოხილვა დასავლური მედიის მიხედვით

პროტესტი ჰონკონგში. 17 აგვისტო, 2019. REUTERS/Tyrone Siu

რის მიღწევას ცდილობენ პროტესტის მონაწილეები

ჰონკონგი – ჩინეთის ავტონომიური რაიონია, რომელიც დანარჩენ ქვეყანას 1996 წელს, დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ შეუერთდა.

ჰონკონგში საკუთარი საკანონმდებლო ბაზა აქვთ, რომელიც ბევრ რამეში საგრძნობლად განსხვავდება ჩინურისაგან. მაგრამ 2019 წლის მარტში ადგილობრივ პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომელიც ეჭვმიტანილების მატერიკული ჩინეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სწორედ ამან გამოიწვია აღშფოთების ტალღა.

პროტესტში მონაწილეობა მიიღო მილიონზე მეტმა ადამიანმა. ამის შემდეგ ადგილობრივმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

ამან პროტესტის მონაწილეები არ დააკმაყოფილა. ისინი კანონპროექტის სამუდამოდ გაწვევას ითხოვენ. დემონსტრაციები ძველებური ძალით გრძელდება.

პროტესტი ჰონკონგში. 17 აგვისტო, 2019. REUTERS/Kim Hong-Ji

პროტესტის საფასური

პროტესტი უკვე აისახა ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რის გამოც, ქალაქის უმდიდრესმა ადამიანებმა მილიონობით დოლარი დაკარგეს.

Financial Times-ის ცნობით, ქალაქის 10-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, საერთო ჯამში, 15 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ჰონკონგის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია აგვისტოში 340 მილიარდი დოლარით შემცირდა (მისი მოცულობა რამდენიმე ტრილიონ დოლარს შეადგენს).

უძრავ ქონებაზე სპეციალიზებული კომპანიების აქციები ამ თვეში 8,5 პროცენტით შემცირდა – ეს  ბაზრის ვარდნის ყველა სხვა მაჩვენებელს აღემატებოდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჰონკონგის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე 0-1 პროცენტამდე შეამცირა.

ექსპერტების თქმით, ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ პროტესტთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ რამდენიმე თვეს გაგრძელდება. არ გამორიცხავენ, რომ – მთელი წელიც კი.

„დიდი ბიზნესი“ შეშფოთდა და პასუხის გაცემას იწყებს. ლი კაშინმა, ჰონკონგის უმდიდრესმა ადამიანმა, არამხოლოდ წესრიგისკენ მოუწოდა ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეებს, არამედ შეახსენა, რომ შესაძლოა, ისინი საკუთარი ქმედებებისთვის დაზარალდნენ.

ჰონკონგში პროტესტის მონაწილეებს იმ დროინდელი დროშა უჭირავთ, რომელიც დიდი ბრიტანეთის კონტროლქვეშ ყოფნის დროს მოქმედებდა. 17 აგვისტო, 2019. REUTERS/Kim Hong-Ji

ცენტრალური ხელისუფლების რეაქცია

The Guardian-ი წერს, რომ ისტორიულად ავტონომიური რეგიონების საკითხი და „ფერადი რევოლუციების“ შესაძლებლობა – განსაკუთრებით მტკივნეული თემაა ჩინეთის ხელისუფლებისათვის.

ჰონკონგთან ერთად, საუბარია ტიბეტის ავტონომიურ რაიონზე, რომლის მოსახლეობაც ბუდიზმის მიმდევარია, და სინძიან-უიგურის ავტონომიურ რაიონზე, რომლის მოსახლეობასაც მუსლიმები შეადგენენ.

იმის მიუხედავად, რომ ჩინეთმა გაამკაცრა გამონათქვამები ჰონკონგში მიმდინარე პროტესტის მონაწილეების მიმართ და გააძლიერა უსაფრთხოების ზომები მის საზღვართან, დამკვირვებლების უმრავლესობის აზრით, ამ ეტაპზე ძალის გამოყენება ნაკლებსავარაუდოა.


ასევე წაიკითხეთ