ამავდროულად ფაშინიანი ამტიცებს, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია, და აპირებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირსა და იარაღზე დაბალ ფასებს მიაღწიოს" />

ფაშინიანი: „სომხეთი ევროკავშირთან თანამრომლობაზე უარის თქმას არ აპირებს“

ამავდროულად ფაშინიანი ამტიცებს, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია, და აპირებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირსა და იარაღზე დაბალ ფასებს მიაღწიოს

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე უარი უნდა თქვას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 „ევროკავშირისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაახლოება გარდაუვალია“

ფორუმზე თავის გამოსვლაში პრემიერმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და მსოფლიოს სხვა მოთამაშეებს, მათ შორის ევროკავშირს შორის, შესაძლოა, სომხეთი ერთგვარ ხიდად იქცეს. მისი აზრით, ამ ორი გაერთიანების დაახლოება გარდაუვალია:

 „სომხეთს ევროკავშირთან გაფართოებული და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ შეთანხმება აქვს, რის გამოყენებასაც მაქსიმალური ეფექტიანობით ვაპირებთ ჩვენი რეფორმების დიზაინისა და იმპლემენტაციისთვის. ევროკავშირთან თანამშრომლობა ჩვენს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას არანაირად არ ეწინააღმდეგება. ის მას ავსებს, და ახალი შესაძლებლობებითა და უპირატესობებით ამდიდრებს“.

ფაშინიანს მიაჩნია, რომ ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში:

 „ქვეყნის სასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოსგან განსხვავებით, რომლებშიც ხარისხობრივი პროგრესი შეინიშნება, რაიმე ხელშესახებ ტრანსფორმაციას არ დაქვემდებარებია. შედეგად, სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ეს კი ქვეყნის საერთო განვითარებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის“.

და იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირი ამ პროცესში სომხეთს ეხმარება, პრემიერის აზრით, არ შიძლება რუსეთთან ურთერთობების გაღრმავებას ხელი შეუშალოს – მათ შორის, ინტეგრაციული სტრუქტურების ფარგლებშიც.

 „ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც სომხეთია, ძალიან მნიშვენელოვანია მსოფლიო ეკონომიკის ცენტრებთან ხელმისაწვდომობის ინსტიტუციონალიზაცია და აქტივობები. ეს, პირველ რიგში,  რუსეთთან ჩვენს თანამაშრომლობასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობას ეხება.

ჩვენ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მომავალი სრულყოფისა და კავშირში მაქსიმალური პროდუქტიულობით მონაწილეობისთვის ვართ განწყობილები. ყოველ ღონეს ვიხმართ თანამშრომლობის მექანიზმების დასახვეწად და ჩვენი კავშირის წევრებს შორის ინტეგრაციის მაქსიმალურად გასაღრმავებლად.  ეს თანაბრად ეხება ასევე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრობასაც [ომის შემდეგომი სამხედრო ბლოკი, რომელიც რუსეთის ლიდერობით მოქმედებს, და რომელშიც სომხეთიც შედის  JAMNews]“.

ეკონომიკურ ფორუმზე თავის გამოსვლაში ფაშინიანი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებს შეეხო და უცხოელ ინვესტორებს მიმართა:

 „სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ პირველ კვარტალში 7,1% შეადგინა, ამიტომ ჩვენ ინვესტორებს ვიწვევთ. ჩამოდით, ბევრი ფული გამოიმუშავეთ, და სომხეთიც უფრო გაამდიდრეთ“.

ფაშინიანმა და პუტინმა ბუნებრივი აირისა და იარაღის მიწოდების ფასებზე იმსჯელეს

ფორუმის ფარგლებში სომხეთისა და რუსეთის მეთაურებმა ორმხრივი შეხვედრის გამართვა მოასწრეს. მოლაპარაკებების შემდეგ ფაშინიანმა განაცხად, რომ კერძოდ, განიხილებოდა სომხეთისთვის მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის ფასი:

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი აირის ისეთ ფასზე შევთანხმდეთ, რომ ამ ფასმა ჩვენს ეკონომიკაში არსებული ტემპი არ ჩამოშალოს. და ვიმედოვნებ, რომ საერთო ენას გამოვნახავთ, რადგან ჩვენ ხომ რუსეთთან, არა უბრალო, არამედ სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს . და ვფიქრობ, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხი უნდა გადაიჭრას“.

მოლპარაკებების თემა გახდა ასევე სახედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. კერძოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი რუსეთისგან იარაღის ახალი სახეობების მიღებას აპირებს.

 „ჩვენ საკამაო რაოდენობის „ისკანდერი“ გვაქვს. მაგრამ კიდევ რაღაცის მიღებას ვიმედოვნებთ, და – არცთუ მცირედის“.

თუმცა, როგორც ფაშინიანი-პუტინის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ „დაწვრილებით არ უმსჯელიათ. ორმხრივი ურთერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ კი ძალიან მრავლისმომცველი საუბარი შედგა“.


ასევე წაიკითხეთ