პრეზიდენტი პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნებს უგზავნის" />

პრეზიდენტმა სასამართლოს რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას ვეტო დაადო

პრეზიდენტი პარლამენტს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნებს უგზავნის

საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის. ამის შესახებ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” შესახებ კანონი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.

კანონის მთავარი სიახლეები სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღება, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვის კრიტერიუმები, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნაა. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილ მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

მარგველაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება. „თუმცა, ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შენიშვნები, რომოლებიც პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა, ითვალისდიწნებს სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევას მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, შენიშვნების თანახმად, ერთ და იგივე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამვე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შემდგომ დანიშვნებზე აღარ უნდა მოხდეს. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოში უფრო მეტად უნდა იყვნენ წარმოდგენილი, უნდა დაზუსტდეს მოსამართლეთა კონკურსის დროს კანდიდატზე ინფორმაციის მოგროვებისა და გავრცელების წესები.

პარლამენტს ან 76 ხმით ვეტოს დაძლევა, ან პრეზიედენტის შენიშვნების გათვალისწინება მოუწევს.  მმართველ პარტიას, რომელსაც პარლმენტში საკოსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.


ასევე წაიკითხეთ