უცხოელებს მწირი საფასურის სანაცვლოდ მუშაობას აიძულებენ" />

პოლონეთში ბელარუსებისა და უკრაინელების „მონური შრომის“ გამოყენებაში ბრალდებულებს ასამართლებენ

უცხოელებს მწირი საფასურის სანაცვლოდ მუშაობას აიძულებენ

REUTERS/Roberta Cucchiaro 

ბელარუსებისა და უკრაინელების “მონური შრომის გამოყენების” ბრალდებით პოლონეთში ორ პირს ასამართლებენ. სასამართლო პროცესი ამ კვირას იწყება. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულები უცხოელებს კაფე-რესტორნებში სამუშაოდ ქირაობდნენ და მათ მძიმე პირობებში ამყოფებდნენ. ეს ყველაფერი 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ხდებოდა.

დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები (ბორის ს. და მიროსლავ კ.) ადამიანების მძიმე ფინანსური მდგომარეობით სარგებლობდნენ. ისინი ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეებს საიმედო სამსახურსა და მაღალ ანაზღაურებას პირდებოდნენ და ისინი პოლონეთში ჩაჰყავდათ.

მათ აიძულებდნენ, რომ  სხვადასხვა კვების ობიექტებზე თვეში 350 საათი ემუშავათ, რაც პოლონეთის შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. მათ უწერდნენ მრავალრიცხოვან „ჯარიმებს“  და ამის გამო ხელფასს დაგვიანებით და არასრულად უხდიდნენ. ემიგრანტებს სამართალდამცავი ორგანიებისთვის არ მიუმართავთ, რადგან დამსაქმებლები ემუქრებოდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბელარუსებსა და უკარინელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ზოგი მათგანი აიძულეს სესხის აღების შესახებ ხელწერილები დაეწერათ. ამით ისინი ფინანსურად კიდევ უფრო დამოკიდებულები გახადეს.

ბელორუსი და უკრაინელი მიგრანტები ორგანიზატორების მიერ დაქირავებულ სასტუმროებსა და კერძო ბინებში ცხოვრობდნენ. როდესაც ეს საცხოვრებლები გამომძიებლებმა დაათვალიერეს, მათ თქვეს, რომ “შოკში არიან”. გარდა ამისა, მუშების ცხოვრებას მთლიანად ადამიანებით მოვაჭრეები აკონტროლებდნენ.

ეჭვმიტანილმა ბორის ს.-მ დანაშაული სრულად აღიარა და განმარტა ის სქემა, რომლის მიხედვითაც ეს ორგანიზაცია მუშაობდა. ის თავიდან, 2015 წელს მიროსლავ კ-ს რესტორანში ჩვეულებრივ მუშად მოეწყო. შემდეგ მიროსლავ კ.-მ მას სხვა მუშების „ზედამხედველის“ თანამდებობა შესთავაზა. თავად მიროსლავი ბრალს არ აღიარებს.

ორგანიზატორებს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ბოლო დროს საქართველოშიც – მედიასა და სოციალურ ქსელებში გახშირდა ცნობები იმ ქართველების შესახებ, რომლებიც სამუშაოდ პოლონეთში გაემგზავრნენ, მაგრამ მოტყუებულები აღმოჩნდნენ. 2 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა გადმოსცა სიუჟეტი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის შესახებ, რომლებმაც პოლონეთში ლეგალური შრომითი მოწყობისთვის შუამავალს (საქართველოს მოქალაქეს) 1000-დან 1500 დოლარამდე გადაუხადეს. თუმცა, ადგილზე აღმოჩნდა, რომ პირობები დანაპირებს არ შეესაბამებოდა, სამუშაოს სანაცვლოდ კი, მათ ფული არ გადაუხადეს. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ შუამავალი ფულის დაბრუნებაზე უარს აცხადებს JAMnews. 

მასალა მომზადებულია ჯემნიუსის პარტნიორი ბელორუსული საიტის ევრორადიოს მიერ


ასევე წაიკითხეთ