ორივე „პოლიციელი“ დაკავებულია" />

პოლიციელებად გადაცმულმა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა ბათუმში ჰოსტელი გაძარცვეს

ორივე „პოლიციელი“ დაკავებულია

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც თავი პოლიციელებად გაასაღეს და ქალაქ ბათუმში ერთ-ერთი ჰოსტელი გაძარცვეს. ამის შესახებ, საქართველოს მთავარ პროკურატურაზე დაყრდნობით, იტყობინება „ნოვოსტი-გრუზია“.

ძარცვა ორშაბათს, გამთენიისას მოხდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ორი ბოროტმოქმედი ჰოსტელში მივიდა, მათ თავი პოლიციის თანამშრომლებად წარადგინეს და განაცხადეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ. ამის შემდეგ კი სტუმრების ძარცვა დაიწყეს.

ერთ-ერთ მამაკაცს ტელეფონი წაართვეს, ასევე კორეელ სტუმარს პლანშეტის წართმევა დაუპირეს, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

ერთი მძარცველი ჰოსტელის მაცხოვრებლებმა თავად დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს, მეორე ბოროტმოქმედიც დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლით აღიძრა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან სამ წლამდე, ანდაც – სამიდან ხუთ წლამდე ვადით.


ასევე წაიკითხეთ