უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ოქროს მედალოსნებს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ" />

ოქროს მედალოსანი აზერბაიჯანელი მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ოქროს მედალოსნებს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ

მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა ოქროს მედლით დაასრულეს, უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებიდან გათავისუფლდებიან. უფრო სწორედ, ჩასაბარებლად მათ სპეციალობით მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ნათქვამია კანონპროექტში „საერთო განათლების შესახებ“, რომელიც მეცნიერებისა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის მიერ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სამსჯელოდ გაიტანეს.

ოქროს მედალი საშუალო სკოლის იმ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ, რომლებსაც ატესტატში მხოლოდ უმაღლესი ნიშნები აქვთ.

აზერბაიჯანელი სტუდენტების შთაბეჭდილებები საზღვარგარეთ სწავლის შესახებ

რატომ არ ახდენს საქართველოში დაფინანსების გაზრდა განათლების დონეზე გავლენას?

ინკლუზიური განათლების პრობლემები და მიღწევები სომხეთში

როგორ აბარებენ უნივერსიტეტებში ახლა?

აბიტურიენტები ავსებენ ფორმას, რომელშიც უთითებენ იმ ფაკულტეტების ჩამონათვალს, სადაც ჩარიცხვას ისურვებდნენ. შემდეგ ისინი ტესტირების გზით რამდენიმე საგანში გამოცდას აბარებენ, და დაგროვილი ქულების მიხედვით, ერთ-ერთ მითითებულ ფაკულტეტზე ირიცხებიან. ან ვერსად ხვდებიან, თუკი ძალიან დაბალ ქულებს მოაგროვებენ. ოქროს მედლის არსებობა ამ პროცესზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

მეტი საბაბი ქრთამისთვის?

სოციალურ ქსელებში ეს სიახლე შიშით აღიქვეს. ახალი კანონისგან ბევრი მხოლოდ ოქროს მედლების „ფასის“ გაზრდას ელოდება:

„ეს რა განუკითხაობაა… ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ სკოლის დირექტორები ოქროს მედლებს გაუგონარ ფასად გაყიდიან“

„ჩემს ძმისშვილს ოქროს მედლის სანაცვლოდ, თითქმის 300 დოლარი მოსთხოვეს, მომავალ წელს კი ალბათ – 30 ათასსაც მოითხოვენ“

„ზუსტად როგორც სსრკ-ს დროს იყო. მაშინ ხომ ასეთივე წესი იყო“

სიახლეების გარდა, კანონპროექტი უკვე არსებულ, თუმცა შეუსრულებელ წესებს მოიცავს. ასე, მაგალითად, ის შეეცდება, რომ სკოლის ყველა მოსწავლეს განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული, ერთნაირი ფორმა ჩააცვას. აზერბაიჯანში სასკოლო ფორმის ტარების წესი, უკვე დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მას ყველა სკოლა არ იცავს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ