ნიკოლ ფაშინიანი ოჯახთან ერთად შაბათობაში ასევე მონაწილეობს " />

სომხეთში “რევოლუციური შაბათობა” პირველად გაიმართა

ნიკოლ ფაშინიანი ოჯახთან ერთად შაბათობაში ასევე მონაწილეობს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 23 მარტს დაგეგმილი „რევოლუციური მასშტაბის“ შაბათობის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოაცხადა. და ამ დღეებში, თავის პრეს-კოფერენციის დროს ქვეყნის ყველა მაცხოვრებელს თავიდან მოუწოდა, რომ დასალაგებლად გამოსულიყვნენ.

სომხეთში გიდები შაბათობებს აწყობენ, რათა ტურისტებმა დაბინძურებული ღირსშესანიშნაობები არ ნახონ

სომხეთის პრემიერი – დიდი პოლიტიკა, აზერბაიჯანელებთან პირდაპირი საუბრი, შაბათობა და ოჯახი

ის ამ შაბათობაში ოჯახთან ერთად ერევანში მონაწილეობს. ამასთანავე, პრემიერი ჟურნალისტებს ქალაქში თავისი გადაადგილების შესახებ არ აცნობებს, რათა იმუშაოს, და არა – ინტერვიუები მისცეს.

ქვეყნის მაცხოვრებლებთან ერთად შაბათობაში ამჯერად ასევე მონაწილეობენ მთავრობის წევრების ნაწილი და დეპუტატები.

ერევანში ადრიანი დილიდან ყველა თემის წარმომადგენელი საკუთარ ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს ალაგებს.

მთელ ქვეყანაში მიმდინარე შაბათობის ინიციატორია ტერიტორიული მართვისა და განვითარების სამინისტრო. ნაგვის გატანა პროგრამის „სუფთა სომხეთი“ ფარგლებში ხდება.

ნაგვისგან სუფთავდება ისტორიული და კულტურული ძეგლები, პარკები, თემთაშორისი გზები და დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიები.

დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ლაგება ხმაურიანად და მხიარულად მიმდინარეობს – მაგალითად, ბავშვების სიმღერის თანხლებით.


ასევე წაიკითხეთ