"მაღარო"– წლის ყველაზე პოპულარული ფილმი" />

ოსური ფილმი ოსურ ცხოვრებაზე

"მაღარო"– წლის ყველაზე პოპულარული ფილმი

ეს არის ყველაზე პოპულარული ფილმი არა ყველგან,არამედ ოსეთში,– ასე განსაზღვრა საკუთარი ფილმის პოპულარულობის გეოგრაფია რეჟისორმა მურათ ჯუსოითიმ.

ფილმის სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება – იმ პერიოდში, როდესაც ოსეთში პირველი მაღაროები აამუშავეს.თუმცა, ეს არ არის ისტორიული ნაწარმოები,არამედ მთიელების ყოფაცხოვრებაზე შექმნილი ფილოსოფიური იგავია,რომელიც  ერთი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმი 2014 წელს არის გადაღებული, თუმცა ეკრანებზე ახლახან გამოვიდა და უკვე ფურორი მოახდინა.

სურათს ჩრდილოეთ ოსეთში,ფიაგდონის ხეობაში იღებდნენ,თუმცა მთები და ლამაზი ბუნება აქ მხოლოდ ფონს ქმნის.ფილმის მიზანია ადამიანური ისტორიების თხრობა,რასაც ის, ყოვეგვარი სპეცეფექტების გარეშე,მხოლოდ ოპერატორების ოსტატობის წყალობით გადმოსცემს.

 

 

მურათ ჯუსოევი ბავშვობიდან ვლადიკავკაზში ცხოვრობს, თუმცა წარმოშობით სამხრეთი ოსეთის, ზნაურის რაიონის სოფელ ნაგუთნიდანაა.ამიტომ, აქაურები მას ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევენ.

 

სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის საზოგადოებაშიც ეს იმაზე დიდ მოვლენად იქცა,ვიდრე უბრალოდ ფილმის წარმატებაა. ოსური ფილმი ოსურ ენაზე ხომ, 20 წელია, არ გადაუღიათ.

სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი თამერლან ძუდცევი:

პრემიერის შემდეგ ბლოგერმა ალან ფარასტაევმა ასეთი შინაარსის კომენტარი დაწერა:

‘ორი რამ არ მომეწონა – პირველ რიგში, ფილმში ქალის სახის არარსებობა.უმშვენიერესი მსახიობი,რომელიც ულამაზეს მთიელ ქალს და ერთადერთ ქალ პერსონაჟს განასახიერებს,ფილმში ერთ სიტყვასაც კი არ წარმოთქვამს.თუმცა,მისი იდუმალი ღიმილი, როდესაც ის მოულოდნელად,თითქმის მისტიკურად ჩნდება რუსი გეოლოგის წინაშე,ალბათ გაცილებით მრავლისმეტყველია. 

ჩემი მეორე შენიშვნაც მეტყველებას, ენას ეხება – ოსურ ენას. პრესკონფერენციის დროს ფილმის ავტორები, მსახიობები და პროდუსერები საინტერესოდ ჰყვებოდნენ ფილმზე, რომელსაც თანამედროვე ოსური პრობლემების კონტექსტში განიხილავდნენ. განსაკუთრებულად გაამახვილეს ყურადღება ოსურ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე,თუმცაკი ამ ენაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ.ჯუსოევმა თავის ფილმში ყაბარდოელი თავადი, რუსი გრაფი და მსახიობებიც ოსურად აამეტყველა,მაგრამ პრესკონფერენციაზე ოს ინტელიგენციას ერთი სიტყვაც კი ვერ ათქმევინა ოსურად’.

ოსების ყოფაცხოვრების ამსახველი ყველაზე გვიანდელი ფილმები გადაღებულია კინოსტუდიაში ‘ქართული ფილმი'(‘ჩერმენი’ 1970 წელს, და ‘ფატიმა’ 1958 წელს).

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ