ბრძოლის დეტალები და ასევე ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ უყურებდნენ ამ ბრძოლას სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში" />

ოსი მოკრივე მურატ გასიევი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ბრძოლის დეტალები და ასევე ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ უყურებდნენ ამ ბრძოლას სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიაში

21 ივლისს მოსკოვში, კომპლექს „ოლიმპიისკში“ კრივში აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონობისთვის გამართული ბრძოლა სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთი ოსეთი-ალანიაში (რუსეთის ფედერაცია) მთავარ მოვლენად იქცა. მიზეზი ის არის, რომ ტიტულისთვის იბრძოდა მურატ გასიევი, 25 წლის მოკრივე, რომელიც წარმოშობით ვლადიკავკაზიდან არის და იქ კერპად მიაჩნიათ.

თუმცა, გამარჯვება მოიპოვა გასიევის მეტოქემ – უკრაინელმა ალექსანდრ უსიკმა. და სწორედ ის გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი – მან ოთხი ტიტული დაიგროვა – მსოფლიოს კრივის საბჭოს (WBC), მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის (WBO), მსოფლიო კრივის ასოციაციის (WBA), და კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF) ვერსიით.

ასევე, ის გახდა ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემის The Ring-ის მიერ დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს – მუჰამედ ალის სახელობის თასის მფლობელი.

ასიევს აქ ათობით, თუ ასობით არა, ადამიანი გულშემატკივრობდა. ვლადიკავკაზში, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ეკრანი გაშალეს და ადამიანები ამ ორთაბრძოლას პირდაპირ ქუჩაში უყურებდნენ. სამხრეთ ოსეთში თავიდან ასეთი იდეა ჰქონდათ, რომ ფან-ზონა ღია ცის ქვეშ, მაღალ მთებში – ძველისძველ დასახლება გალიატში, იქაური შუა საუკუნეების კოშკების ფონზე გაეხსნათ. მაგრამ ორთაბრძოლა გვიან ღამით გაიმართა, და საშიშროებას წარმოადგენდა ის რთული გზა, რომლითაც ადამიანებს სიბნელესა და ქვების ცვენის საფრთხის ქვეშ მოუწევდათ მგზავრობა.

გასიევისა და უსიკის დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე მოვლენა იყო არამხოლოდ ოსებისთვის, არამედ საერთოდ კრივის სამყაროსთვის.

აქამდე პროფესიულ რინგზე არც ერთი ეს სპორტსმენი არ დამარცხებულა. მურატ გასიევმა პროფესიონალური კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო, მის ანგარიშზე 26 გამარჯვებაა, რომელთაგან 19 ნოკაუტითაა მიღწეული. ის, უკვე დიდი ხანია, რაც ცნობილ მწვრთნელთან აბელ სანჩესთან მუშაობს. გასიევის მომზადების ძირითადი ნაწილი ამ ბრძოლისთვის, ისევე როგორც ყველა წინა შეხვედრებისთვის, სანჩესის სამწვრთნელო ცენტრ “Big Bear“-ში , აშშ-ში, კალიფორნიის მთებში ჩატარდა. ადგილობრივი ჟურნალისტები წერდნენ, რომ მომზადების პერიოდში ის , ძირითადად, მემარცხენე სპარინგ-პარტნიორებთან მუშაობდა, რათა ცაცია უსიკთან უკეთ ადაპტირებულიყო.

ალექსანდრ უსიკმა ამ საფინალო შეხვედრამდე 14 პროფესიონალური ბრძოლა გამართა, რომლებიდანაც 11-ში მეტოქეები დაანოკაუტა.

თავიდან მსოფლიო კრივის სუპერსესიის ფინალი პირველ მძიმე წონით კატეგორიაში 11 მაისს ჯიდში, საუდის არაბეთში უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ, როგორც რუსულ მედიაში წერდნენ, ადგილობრივ ორგანიზატორებს სირთულეები შეექმნათ და გასიევის მენეჯერებმა, რომლებიც მანამდე მოსკოვს ლობირებდნენ, ბრძოლის იქ გადატანას მიაღწიეს.

შემდეგ სირთულეები იმის გამო გაჩნდა, რომ უსიკის უკრაინელი მენეჯერები მოსკოვში საკუთარი უსაფრთხოების ორგანიზების დონით კმაყოფილები არ იყვნენ, და ამბობდნენ, რომ შეიძლებოდა ორთაბრძოლა გადაედოთ.

მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და ბრძოლა შედგა.

გამარჯვებული – ალექსანდრ უსიკი ჯილოდ სახით $4 მილიონს მიიღებს. დამარცხებული მურატ გასიევი – 2$ მილიონს.

ორთაბრძოლის შემდეგ უსიკმა გასიევს „ლამაზი მამაკაცი და თავისი უძლიერესი მეტოქე“ უწოდა.

გასიევმა კი უსიკი თავის პროფესიონალურ კარიერაში ყველაზე საუკეთესო მეტოქედ დაასახელა:

ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში გასიევმა თქვა, რომ ის პირველ რიგში თავის მშობლიურ ქალაქ ვლადიკავკაზში გაემგზავრება.

„შევხვდები ოჯახს, მეგობრებს. „ირაეტაე რაზმაე!“ წინ რუსეთი! ჩვენ კიდევ დავბრუნდებით, უფრო ძლიერები, ვიდრე ახლა“, – თქვა გასიევმა.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ