მანამდე ცოტა ხნით ადრე მათ საპროტესტო აქცია გამართეს " />

ცხრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა მოუხსნეს

მანამდე ცოტა ხნით ადრე მათ საპროტესტო აქცია გამართეს

ცხრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს მოუხსნეს ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა, რომელიც მათ 2015 წელს, ვებგვერდ MeydanTV-სთან თანამშრომლობის გამო დაუწესდათ. ჟურნალისტების ამის მიღწევას ოთხ წელიწადს ცდილობდნენ, რამდენიმე დღით ადრე კი საპროტესტო აქცია გამართეს.

როდის და რატომ მიიღეს ჟურნალისტებმა „შეჩერება“

MeydanTV – დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაა, რომლის შტაბ-ბინა ბერლინშია. ვებ-გვერდი აზერბაიჯანის ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით არის ცნობილი.

• სიტყვის თავისუფლება აზერბაიჯანში – სად გადის „წითელი ხაზი“ ჟურნალისტებისთვის

• პოლიტპატიმრების შეწყალება აზერბაიჯანში: რას ნიშნავს ეს და რას ცვლის?

• აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრები ციხეში ცხოვრების შესახებ

В 2015 წელს MeydanTV საზღვარგარეთული მედიისთვის განკუთვნილი აკრედიტაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე აღძრეს. ამ საქმის მოწმეებად დაიკითხა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც MeydanTV-სთან სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ. მას შემდეგ ისინი ირიცხებიან ეგრეთ წოდებულ „შეჩერების ფურცელში“ – იმ ადამიანების სიაში, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ.

„საზღვარგარეთული მასობრივი საინფორმაციო საშუალებების აკრედიტაციის წესები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში“ 2015 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა. ამ წესის თანახმად, საზღვარგარეთული მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისთვის მისმა ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი-მიმართვა უნდა გააგზავნოს, და მას დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა დაურთოს იმ ჟურნალისტის შესახებ, რომლის აკრედიტირებაც სურს.

2016 წლიდან ვებ-გვერდი MeydanTV აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაბლოკილია.

ჟურნალისტები, რომლებმაც „შეჩერება“ მიიღეს, აკრძალვის მოსახსნელად ოთხი წლის განმავლობაში იბრძოდნენ. მაგალითად, მათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, 2018 წლის დეკემბერში კი სასამართლომ მათი უფლებების დარღვევა აღიარა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 2019 წლის 3 მაისს რვა ჟურნალისტმა ბაქოს მძიმე დანაშაულებათა საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.

• დაწვრილებით ჟურნალისტების საპროტესტო აქციის შესახებ

როგორ მოიხსნა აკრძალვა

 

ექვს მაისს აქციის რვა მონაწილიდან ოთხი საგამოძიებო სამმართველოში გამოიძახეს, და უთხრეს, რომ მათ მიმართ აკრძალვა გაუქმდა. მათ შორის იყო სამი ჟურნალისტი და პოეტი რასიმ გარაჯა, რომელმაც MeydanTV-სთვის რამდენიმე ლიტერატურული სტატია დაწერა.

„სამმართველოში ასევე გვითხრეს, რომ თუკი მომავალში MeydanTV-სთან თანამშრომლობას ვისურვებთ, აკრედიტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მივიღოთ,“ — უამბო JAMnews-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იზოლდა აგაევამ.

მომდევნო კვირის განმავლობაში „შეჩერება“ აქციის დანარჩენ მონაწილეებსაც მოუხსნეს, ასევე – კიდევ ორ ჟურნალისტს, რომლებიც აქციაზე არ ყოფილან.

კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან გასვლის უფლების მიღება კოლეგებზე უფრო ადრე მოასწრო.

ჯამში, მოცემულ მომენტში MeydanTV-ის საქმის მოწმე ჟურნალისტების უმრავლესობას  „შეჩერება“ მოხსნილი აქვს.

ამავდროულად ამ დღეებში ვებგვერდმა საკუთარ სერვერსა და თანამშრომლების საფოსტო ყუთებზე განხორციელებული მრავალი ჰაკერული შეტევის თაობაზე განაცხადა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ