ამ სიაში საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოხვდებიან" />

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საპასუხოდ სამხრეთ ოსეთი „სანაკოევის სიას“ მიიღებს

ამ სიაში საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები მოხვდებიან

წლის ბოლომდე სამხრეთი ოსეთი გეგმავს დოკუმენტის მიღებას, რომელსაც არაოფიციალურ სახელწოდებად „სანაკოევის სია“  დაერქვა. ამ სიაში „ჩამოთვლილები იქნებიან საქართველოს, აშშ-ს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ის მოქალაქეები, რომლებიც სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე ოსების გენოციდში მონაწილეობდნენ“, – აუწყა ჟურნალისტებს სამხრეთი ოსეთის პარლამენტის სპიკერმა პიოტრ გასიევმა.   

აუცილებლობის შემთხვევაში, ეს სია გაფართოვდება და შეივსება, – თქვა გასიევმა.

ეს გადაწყვეტილება ცხინვალში მას შემდეგ მიიღეს, რაც 2018 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა  სანქციების სია,  რომელშიც, საქართველოს ხელისუფლების აზრით, ის პირები მოხვდნენ, რომლებმაც აფხაზეთსა და ოსეთში 1991 წლიდან ქართველების მიმართ დანაშაულები ჩაიდინეს.

ამ სიის სახელწოდებაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილი“ – შესაბამისად, 2016 წელს აფხაზი მესაზღვრის მიერ დახვრეტილი საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიასა და სამხრეთი ოსეთის მილიციაში დაღუპული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გვარების მიხედვით.

თუმცა, პიოტრ გასიევმა აღნიშნა, რომ „სანაკოევის სიის მიღება“ – ეს თბილისის გადაწყვეტილების საპასუხო ქმედება არ არის.

„გიორგი სანაკოევი 1992 წლის ივნისში ქართველებმა სასტიკად მოკლეს, და მისი სახელობის სიის შედგენა პარლამენტმა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ დაიწყო“, – თქვა სპიკერმა. გასიევმა განმარტა, რომ სია იმ ყველა შესაძლო სანქციას ითვალისწინებს, რაც შეიძლება, რომ მასში მოხვედრილ ადამიანებს დაუწესდეთ, „მათ შორის, შევეცდებით, ინტერპოლის ხაზითაც ვიმოქმედოთ“.

სამხრეთი ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა  სამხრეთ ოსურ საინფორმაციო სააგენტო „РЕС“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სანქციების სიის მიღება – „ეს საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ტერორის პოლიტიკის გაგრძელებაა“.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ „მაგნიტსკის სიის“ (ჩამოთვლილები არიან ის პირები, რომლებსაც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ — JAMnews) კალკირების შთაბეჭდილებას ახდენს. „საქართველოს მეგობრების“ ეს უაღრესად წარუმატებელი პროექტი მათ რიცხვშია, რომლებიც იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ანტიოსურმა და ანტიაფხაზურმა განწყობებმა არ იკლოს“, – უთხრა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა    ონლაინ-პორტალ „ეხო კავკაზას“ :

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ  JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად შეფასდება.


ასევე წაიკითხეთ