ოფიციალური ერევანი ამ გზით ტურიზმის ზრდის უზრუნველყოფას იმედოვნებს" />

ოთხი ქვეყნის მოქალაქეები სომხეთში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ

ოფიციალური ერევანი ამ გზით ტურიზმის ზრდის უზრუნველყოფას იმედოვნებს

სინგაპურის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის  მოქალაქეები სომხეთში უვზოდ ჩასვლას და იქ წელიწადში 180 დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებენ.

სომხეთის ხელისუფლება ითვალისწინებს საერთაშორისო სტატისტიკას, რომ ხსენებული ქვეყნების მოქალაქეები სხვებზე უფრო აქტიურად მოგზაურობენ და ამ გადაწყვეტილებით ტურისტების მიზიდვას ცდილობს.

თუმცა, უვიზო რეჟიმი ცალმხრივი იქნება. სომხეთის მოქალაქეები სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უვიზოდ მოგზაურობას ვერ შეძლებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავაშ კოჩარიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტურიზმისა და ბიზნესის თვალსაზრისით, ეს ძალიან პერსპექტიული ქვეყნებია – მათ მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლები აქვთ.

პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა იდეა მოიწონა: „სწორედ ისეთ ქვეყნებთან ითანამშრომლეთ, რომლებსაც მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლები აქვთ. სარგებელი თვალსაჩინო იქნება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ