როგორც არ აძლევენ ოდესაში გამოსვლის საშუალებას რუსეთსა და ყირიმში გასტროლებზე ნამყოფ მსახიობებს " />

ოდესური პრეცედენტი: როგორ „ასწავლიან“ უკრაინელი აქტივისტები პოპ-ვარსკვლავებს უკრაინის სიყვარულს

როგორც არ აძლევენ ოდესაში გამოსვლის საშუალებას რუსეთსა და ყირიმში გასტროლებზე ნამყოფ მსახიობებს

ჰრომადსკოეს მასალა

ოდესელი აქტივისტები რეგულარულად აპროტეტებენ იმ მსახიობების გამოსვლებს, რომლებიც რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში გასტროლებზე არიან ნამყოფები. ეს აქციები მშვიდობიან პროტესტად ცხადდება, თუმცა პერიოდულად  პოლიციასთან ძალისმიერ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ოდესის საკონცერტო აგენტები მუსიკოსების ჩამოყვანის თაობაზე ნებართვას პროტესტების ორგანიზატორებისგან იღებენ. ჰრომადსკოე არკვევდა, თუ რა მოტივები აქვთ მათ.

კითხვები კონცერტის მიმრთ

ოდესაში აქციებმა რეგულარული ხასიათი 2017 წელს მიიღო. სვეტლანა ლობოდა, ივან დორნი, რუსული „ბასტა“ და DJ Smash – იმ შემსრულებლების ჩამონათვალია, რომელთა კონცერტები ან ჩაშალეს, ან ამ გამოსვლების ორგანიზატორებს მათი გადადება მოუხდათ; ანდა როგორც უკრაინელი მომღერლის ირინა ბილიკის კონცერტის შემთხვევაში მოხდა – მისი კონცერტი მაინც ჩატარდა, ოღონდ მეპროტესტეებთან მოსალაპარაკებლად ყველანაირი ძალისხმევის გამოყენებით.

შემდეგი პოტენციურად „საშიში“ შოუს ოდესაში ჩატარება აქტივისტებთან წინაწარ შეთანხმებით გადაწყვიტეს, და არა უშუალოდ მისი დაწყების წინ – ადგილობრივი რადიოსადგურის მფლობელმა  Facebook-ზე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებისადმი თხოვნა გამოქვეყნა, რომ მათ რუსული ჯგუფის  „მუმი ტროლის“ კონცერტის ჩატარების ნება მიეცათ.

9 ივლისს ჯგუფ „მუმი ტროლის“ გამოსვლა ოდესაში: ჰრომადსკოე

 საზოგადოება წინააღმდეგია

„მუმი ტროლი“ ყირიმში არ ჩასულა და უკრაინის ოკუპაციისთვის მხარი არ დაუჭერია. ამიტომ, მას არანაირი დაბრკოლება არ უნდა შეექმნას. ძირითადი კრიტერიუმი – არა მოქალაქეობაა, არამედ უკრაინასთან ურთიერთობა“, – განმარტავს ოდესის „სამართლებრივი სექტორის“ ლიდერი და ოდესური აქციების ახლანდელი ორგანიზატორი სერგეი სტერნენკო.

სტერნენკოს თქმით, ქალაქში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ მყიფეა, ხოლო „რუსული მშვიდობის“ მომხრეები საინფორმაციო ველზე ისევ ისე აქტიურობენ. სერგეი ამბობს, რომ ყირიმსა და რუსეთში გამომსვლელი მუსიკოსების კონცერტების წინააღმდეგ გამართული აქციები – ყველასთვის იმის შეხსენებაა, რომ ჩვენთან ომია, და ის ჯერ არ დასრულებულა.

„უბრალოდ ვკრეფ ძებნისთვის – მაგალითად „ირინა ბილიკი ყირიმი“, და უცბად მთელ ინფორმაციას ვნახულობ. შემდეგ ვიწვევ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ აქციას შემოუერთდნენ“, – სერგეი იმ პრინციპის შესახებ გვიამბობს, რომლის მიხედვითაც ის წყვეტს, გავიდეს თუ არა გასაპროტესტებლად.

საზოგადოება წინააღმდეგი არ არის

თავად მსახიობები ასე ერთმნიშვნელოვნად არ უყურებენ რუსების უკრაინაში ან უკრაინელების რუსეთში გამოსვლების პრობლემას. თეატრალური დასის „ნიღბების“ ვარსკვლავს ოდესელ ბორის ბარსკის ამ თემისადმი ასეთი გამძაფრებული ყურადღება აოცებს, და მიაჩნია, რომ ეს მოქალაქეების ყურადღების უფრო სერიოზული პრობლემებიდან ამაზე გადატანის საუკეთესო საშუალებაა.

ბორის ბარსკი დარწმუნებულია, რომ სამოქალაქო პოზიცია –  თითოეული ადამიანის პირადი საქმეა: ადამიანს შეუძლია „ფეხებით მისცეს ხმა“ – უბრალოდ არ მივიდეს სპექტაკლზე ან კონცერტზე. ხელისუფლების იმ ინიციატივას, რომ რუს მსახიობებს საკანონმდებლო დონეზე აეკრძალოთ უკრაინაში შესვლა, მსახიობები სკეპტიკურად ეკიდებიან.

“მსახიობებიც ადამინები არიან. არსებობენ ნიჭიერები, მაგრამ სულელები. არიან ჭკვიანები, მაგრამ უნიჭოები. ხდება, რომ ზოგჯერ ეთერში რაღაცას არასწორად იტყვიან ხოლმე. იქნებ სწორედ მაშინუნდა გავნაწყენდეთ მათზე“, – ამბობს მსახიობი.

   სტოპ-ფურცელი მსახიობებისთვის   

რუსეთის იმ კულტურული მოღვაწეებისთვის, რომლებიც ანექსირებულ ყირიმსა და თვითგამოცხადებულ „რესპუბლიკებში“ გამოდიოდნენ, უკრაინაში შესვლა კანონით არის აკრძალული. ივლისის დასაწყისში  უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს რუსი მომღერალი დელფინი. ის კიევის ფესტივალ   Atlas Weekend-ზე უნდა გამოსულიყო. მუსიკოსები სოლისტის გარეშე, კარაოკეს რეჟიმში გამოვიდნენ – ეკრანზე იმ სიმღერების ტექსტის სტრიქონები ჩნდებოდა, რასაც პუბლიკა წამოიძახებდა ხოლმე.

“მე ყირიმში ვიყავი, და კიევში არ შემიშვეს. არის ასეთი კანონი და ის შესრულდა. სულ ესაა“, – განაცხადა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დელფინმა.

ჯერჯერობით  კანონის დამრღვევი ყველა მსხიობი  არ ხვდება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და მესაზღვრეების თვალთახედვის არეში. რუსული ჯგუფი Anakondaz,  დელფინისგან განსხვავებით, Atlas Weekend-ზე გამოვიდა, ხოლო უკრაინაში შესვლაზე აკრძალვა მხოლოდ კონცერტის შედეგ მიიღო.

ჩინოვნიკები აღიარებენ: ყველასთვის თვალ-ყურის სადევნებლად არც დროა და არც რესურესები, და დახმარებისთვის არაგულგრილად განწყობილ მოქალაქეებსაც კი მიმართავენ. ამ წლის გაზაფხულზე სასაზღვრო სამსახურმა თავის ვებგვერდზე აამოქმედა განყოფილება „სტოპ-ფურცელი“, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შეიტანის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უკრაინული კანონების დარღვევით ყირიმშია ნამყოფი (ლაპარაკია არამხოლოდ მსახიობებზე).

მსახიობის ყირიმში ყოფნის დასაბუთება, შესაძლოა, სხვადსხვაგვარი იყოს: აფიშა, ვიდეო ან ფოტო-მასალა, სოციალურ ქსელებში პირად გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია.  მაგრამ, როგორც სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, ეს მხოლოდ დამატებითი ინფორმაციაა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ.

ამავდროულად, ჰუმანიტარულ საკითხებში უკრაინის  ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ წინადადება წამოაყენა, რომ კონცერტების ორგანიზატორებს  რუსი მუსიკოსების გამოსვლების უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმება საკანონმდებლო დონეზე დაევალოთ.  კირილენკო მათ სთავაზობს, რომ კონცერტზე განაცხადი  რუსი მსახიობების უკრაინაში შესვლამდე ათი დღით ადრე შეიტანონ.

 


ასევე წაიკითხეთ