აფხაზეთს კი უფრო ფართო ხედვა აქვს და წყნარი ოკეანის რეგიონში აფხაზეთის მეგობართა ჯგუფის შექმნა უნდა" />

ნაურუს პრეზიდენტს უნდა, რომ აფხაზეთი მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი იყოს

აფხაზეთს კი უფრო ფართო ხედვა აქვს და წყნარი ოკეანის რეგიონში აფხაზეთის მეგობართა ჯგუფის შექმნა უნდა

ნაურის პრეზიდენტი ბარონ დივავესი ვაკა . REUTERS/Eduardo Munoz

აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნაურუს პრეზიდენტი ბარონ დივავესი ვაკა. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რუსეთის გარდა, მხოლოდ ხუთი ქვეყანა ცნობს, იქ ამგვარი ვიზიტები დიდი იშვიათობაა.

ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავესი ვაკამ განაცხადა, რომ მოცემული ვიზიტი ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობისა და სოლიდარობის პრინციპებისადმი ერთგულების დემონსტრირებას ემსახურება.

“შეგიძლიათ ჩვენი, როგორც საიმედო პარტნიორის  და ძლიერი მხარის სრული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავუწიოთ ლობირება  აფხაზეთის აღიარების პროცესში თქვენს ინტერესებს“, – აღნიშნა ნაურუს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მისმა აფხაზმა კოლეგამ რაულ ხაჯიმბამ, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფართოდ  არ არის აღიარებული, შესთავაზა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში შეიქმნას აფხაზეთის მეგობართა ჯგუფი, რომელშიც ის ქვეყნები შევლენ, ვინც ოფიციალურ სოხუმს აღიარებს – ნაურუ, ვანუატუ და ტუვალუ.

„ასეთი ჯგუფი შეძლებდა, რომ ამ რეგიონში აფხაზეთის ინტერესებისთვის ლობირება გაეწია. კარგად გვესმის, რომ აღიარება – სწრაფი პროცესი არ არის, მაგრამ ამგვარი სტრუქტურის მეშვეობით ინტერესების ლობირების შესაძლებლობა მთელ რიგ ქვეყნებთან ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების გაბმის საშუალებას გააჩენს. ასევე შესაძლებლად მიმაჩნია ურთერთობის დამყარება წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმთან, რომელშიც ნაურუ  შედის. ამით რეგიონს აფხაზეთის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა ხაჯიმბამ. 

ნაურუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა. 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ