ისინი ალიანსის თეორიული მტრების სიაში შეიყვანეს " />

ნატო ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ერდოღანი და ათათურქი სამიზნეებად აქცია

ისინი ალიანსის თეორიული მტრების სიაში შეიყვანეს

პარასკევს, 17 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე ნატოს წვრთნებიდან თავისი 40 ჯარისკაცი გაიწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ ამ წვრთნებზე თურქეთის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქისა და ქვეყნის ახლანდელი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გამოსახულებებს სამიზნედ იყენებდნენ, – იუწყება  The Guardian.

რამდენიმე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკმა უკვე მოიხადა თურქეთის წინაშე ბოდიში და მათ განაცხადეს, რომ მომხდარი შეცდომაა – მათ შორის არიან ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ფრანკ ბაკკე-იენსენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ნორვეგიის მხარემ განაცხადა, რომ მომხდარი ოსლოს პოზიციას არ ასახავს და ერთ-ერთი ნორვეგიელი ოფიცრის არასანქცირებული ქმედების შედეგს წარმოადგენს. ბაკკე-იენსენის თქმით, ის უკვე მოიხსნა თანამდებობიდან. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მობოდიშება არ მიიღო და თქვა, რომ „ასეთ პირობებში არანაირი კავშირი არ შედგება“.

თურქეთის ჯარი – ნატოს ქვეყნებს შორის სიდიდით მეორეა. ახლა ალიანსის მუშაობაში მისი მომავალი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თურქეთს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობა 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გაუფუჭდა. მაშინ თურქეთის არმიის გენერლებმა ერდოღანის მთავრობის დამხობა სცადეს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადატრიალების მცდელობის აღკვეთა შეძლო, თურქეთის სახელმწიფო უწყებებში, სასწავლო  დაწესებულებებში, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა  და სასამართლოებში მასობრივი წმენდა დაიწყო.

თურქეთმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვოდა, კურსი მკვეთრად შეიცვალა. იმის შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის რამდენიმე დიპლომატიური სკანდალი მოხდა.


ასევე წაიკითხეთ