მტვრის ღრუბელი საქართველოში თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხვდა " />

მტვერი თბილისის თავზე – სპეციალისტების თქმით, საშიში არაფერია

მტვრის ღრუბელი საქართველოში თურქმენეთიდან აზერბაიჯანის გავლით მოხვდა

თბილისი, 27 ივლისი 2018 წ. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

27 ივლისს დილიდან სოციალურ ქსელებში თბილისის ფოტოები ვრცელდება, სადაც ქალაქი ნისლში ან მტვერშია გახვეული.

უჩვეულო მოვლენამ მოქალაქეებში ეჭვები გამოიწვია, რომ ქალაქის თავზე სმოგი გაჩნდა, რაც თბილისში არსებულმა რთულმა ეკოლოგიურმა სიტუაციამ გამოიწვია. ბევრმა მომხმარებელმა ისარგებლა შემთხვევით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო ავტომობილების გამონაბოლქვზე მკაცრად შემოწმება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სმოგი არაფერ შუაშია – გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით,  თბილისის ცა მტვერმა დაფარა, რომელიც “სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ გამოიწვია”. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განმარტა, რომ თბილისის თავზე ამჟამად დაგროვილი ცხელი ჰაერის მასები საშიში არ არის ჯანმრთელობისთვის.

ასეთივე მტვრიანი ნისლით 26 ივლისს ბაქო დაიფარა. როგორც აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროში განაცხადეს, მტვრით გაჯერებული ჰაერი აზერბაიჯანში თურქმენეთიდან მოხვდა.

ნისლი ბაქოში. ფოტოVesti.Az


ასევე წაიკითხეთ