ზიმბამბვეს პრეზიდენტი გადადგა - თავისუფლებისთვის მებრძოლი და 37 წლიანი სტაჟის მქონე დიქტატორი" />

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული დიქტატორის 8 ისტორიული ფოტო

ზიმბამბვეს პრეზიდენტი გადადგა - თავისუფლებისთვის მებრძოლი და 37 წლიანი სტაჟის მქონე დიქტატორი

REUTERS/Mike Hutchings

კვირის ყველაზე მთავარ საერთაშორისო სიახლედ მსოფლიოს ყველაზე ხნიერი დიქტატორის, ზიმბაბვეს პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს გადადგომა იქცა.

საერთაშორისო საზოგადოება 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა თანამდებობიდან მის გადაყენებას. საბოლოოდ, ის მას შემდეგ გადადგა, რაც საკუთარი ქვეყნის ჯარმა ულტიმატუმი წაუყენა.

37 წლის განმავლობაში მუგაბემ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია – და რამდენიმე ასეული მილიონის პირადი ქონება დააგროვა. მუგაბეს რეჟიმის მიმართ საერთაშორისო სანქციები 1990-იანი წლების შუიდან მოქმედებს.

ზიმბაბვეს დედაქალაქის ხარარის ქუჩებში დიქტატორის გადადგომას ათასობით ადამიანი ზეიმობს.

1958 წელი – ფორტ ხარეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რობერტ მუგაბე სამუშაოდ განაში მიემგზავრება. მისი პროფესიაა – მასწავლებელი. REUTERS/Patrick de Noirmont, 1996

1974 წელს – თავისუფლდება ციხიდან, სადაც სამხრეთ აფრიკული აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თითქმის 15 წელიწადი გაატარა. Reuters/Howard Burditt, 1996

1980 წელს – წელს 10-წლიანი გადასახლების შემდეგ ზიმბაბვეში ბრუნდება არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შედეგად პრემიერ-მინისტრი ხდება. პრემიერის თანამდებობაზე ის თეთრკანიანი უმცირესობის მიმართ შერიგების პოლიტიკას აცხადებს და დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრ ტეტჩერთან ურთიერთობას აგვარებს. Reuters/Kevin Coombs, 1994

1996 წელს – თავის მბეჭდავ ქალზე გრეის მარუფუზე ქორწინდება, რომლისგანაც იმ მომენტში უკვე ორი შვილი ჰყავდა. REUTERS/Howard Burditt

1990-წელს – კონგოს სამოქალაქო ომში ერევა. ქვეყნის შიგნით კი თეთრკანიანი ფერმერებისთვის მიწების კონფისკაციის პოლიტიკის გატარებას იწყებს. ქვეყნის ეკონომიკა რღვევას იწყებს, ინფლაცია მსოფლიოში რეკორდული ხდება. აშშ და ევროკავშირი ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქიებს აწესებენ. მთავარი საგარეო პოლიტიკური პარტნიორია ჩინეთი. მუგაბეს ქალიშვილი სინგაპურში საწვლობს. Reuters/Howard Burditt, 1996

2013 წელი – მუგაბეს პარტიის გამარჯვება არჩევნებში. REUTERS/Philimon Bulwayo

2017 – სამხედროების ზეწოლის შედეგად მუგაბე თანამდებობიდან მიდის. Фото Reuters


ასევე წაიკითხეთ