200 სახელმწიფოს მეთაურიდან, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ათმა მიულოცა" />

მსოფლიომ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს იგნორირება გაუკეთა

200 სახელმწიფოს მეთაურიდან, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ათმა მიულოცა

REUTERS/Sergei Karpukhin

7 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს 65 წელი შეუსრულდა. მსოფლიოს 200 ქვეყნის მეთაურიდან მას დაბადების  დღე მხოლოდ 10-მა მიულოცა, ძირითადად – დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან. მსოფლიოს 20 ყველაზე მსხვილი ეკონომიკის ქვეყნის არც ერთ ხელმძღვანელს მოლოცვა არ გამოუგზავნია.

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ მათ შორის, ვინც ვლადიმირ პუტინის იუბილეს იგნორირება გაუკეთა, ბევრი ისეთი ქვეყნის მეთაურია, რომლებსაც რუსეთის ოფიციალური მასობრივი საინფორმაციო საშუალებები მოსკოვის მოკავშირეებად ასახელებენ – მაგალითად ვენესუელის, კუბის, გვინეისა და ჩინეთის ლიდერები.

რუსეთში პუტინის დბადების დღის ზეიმს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია: ტელეარხმა „ზვეზდამ“ იმ უცხოური სახელმწიფოების ხელმძღვანელთა ჩამოთვლისას, ვინც მილოცვები გამოაგზავნა, რამზან კადიროვი დაასახელა. ხოლო საინფორმაციო სააგენტო „რუსეთი დღეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკში პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად გიგანტური „პუტინბურგერი“ დაამზადეს, გადამოწმების შემდეგ ტყუილი აღმოჩნდა.


ასევე წაიკითხეთ