საპროტესტო ტალღის დასაგდებად რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მკაცრ მეთოდებს იყენებს " />

მოსკოვი: დაკავებები და ოპოზიციონერების ცემა ახალი საპროტესტო აქციების წინ

საპროტესტო ტალღის დასაგდებად რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მკაცრ მეთოდებს იყენებს

მოსკოვში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგეების მიმართ რეპრესიები გრძელდება.

გამოცემა „მედიაზონას“ ინფორმაციით, 7 აგვისტოს ჩხრეკა ჩატარდა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ოფისში, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს. ფონდის ხუთი იურისტი იძულებით გადაიყვანეს დაკითხვაზე უკანონო ფინანსური შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, ამასთან, ერთ-ერთ მათგანს სცემეს. ამოიღეს კომპიუტერები და სხვა ტექნიკა. ფონდის ანგარიშები დაყადაღებულია. თავად ალექსეი ნავალნი კი პატიმრობაში იმყოფება.

ლუბოვ სობოლმა, ერთ-ერთმა მცირეთაგანმა პროტესტის ლიდერთა შორის, რომელიც თავისუფლებაზე დარჩა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ანგარიშები დაბლოკილია, რათა – 1. ხელი შეუშალონ ფონდს საქმიანობაში; 2. ხელი შეგვიშალონ ჩვენ საპროტესტო აქციებზე უკანონოდ დაკავებულთათვის შეფარდებული ჯარიმების გადახდაში. აქედან მოდის სიჩქარე. პოლიტიკური ზეწოლის დონე ბევრად გაიზარდა. კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ყველა ვარიანტში გააგრძელებს საქმიანობას“.

მღელვარება მოსკოვში 14 ივლისს დაიწყო. ამის მიზეზი გახდა ხელისუფლების მიერ მოსკოვის ქალაქის დუმის წევრობის დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა. მათი უმრავლესობა ახლა დაპატიმრებულია.

ორჯერ – 27 ივლისსა და 3 აგვისტოს – მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციამ მასობრივი ხასიათი მიიღო, მასში მონაწილეობდა 15-დან 17 ათასამდე ადამიანი. მათ სასტიკად გაუსწორდა პოლიცია, რომელმაც მათ ნაწილს სცემა და დააპატიმრა: 27 ივლისს 1500-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, 3 აგვისტოს კი – 1000-ზე მეტი. 6 მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ასობით ადამიანი კი მოწმის სახით გადის მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეზე.

ხელისუფლების მოქმედებები მიმართულია იმისაკენ, რომ დააშინოს ადამიანები მოახლოებული, მოსკოვში, 10 აგვისტოს დანიშნული საპროტესტო აქციის წინ. ის ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მოსალოდნელია, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა 50 000 ადამიანს გადააჭარბებს.


ასევე წაიკითხეთ