თავად რომან სუშჩენკო და მისი კოლეგები მის დანაშაულს კატეგორიულად გამორიცხავენ" />

მოსკოვის სასამართლომ უკრაინელ ჟურნალისტს ჯაშუშობისთვის 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თავად რომან სუშჩენკო და მისი კოლეგები მის დანაშაულს კატეგორიულად გამორიცხავენ

რომან სუშჩენკო. ფოტო: Роpravdainform.com.ua

 

ნოვაია გაზეტას“ მასალა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინის საინფორმაციო სააგენტოს „უკრაინინფორმ“-ის ჟურნალისტს რომან სუშჩენკოს 12 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ რომან სუშჩენკო უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს საკადრო მუშაკი იყო და რუსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების და რუსული გვარდიის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის შესაგროვებლად ჩავიდა.

თავად ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „უკრაინინფორმმა“ არაერთხელ განაცხადა, რომ სუშჩენკო 2002 წლიდან მისი თანამშრომელია, 2010 წლიდან კი საფრანგეთში სააგენტოს საკუთარ კორესპონდენტად მუშაობს – “ჟურნალისტი მოსკოვში პირადი საქმეების გამო ჩავიდა, რადგან შვებულებაში იმყოფება”, – აღნიშნეს სააგენტოში.

სუშჩენკოს საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ჰქონდა, მის ირგვლივ სასამართლო სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

რომან სუშჩენკო მოსკოვში რუსეთის უშიშროების სამსახურმა 2016 წლის 3 ოქტომბერს დააკავა. მის წინააღმდეგ „ჯაშუშობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც საუბარია უცხოური ქვეყნისთვის გასაცემად ისეთი ცნობების შეგროვებასა და გადაცემაზე, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.

სუშჩენკოს დაცვა, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ მოსკოვში ჟურნალისტთან ნათესავები და მეგობრები ცხოვრობენ, ბოლოჯერ კი ის მოსკოვში თავის ბიძაშვილთან შესახვედრად ჩაფრინდა.

 


ასევე წაიკითხეთ