არჩევნებს ფავორიტი არ ჰყავს " />

მოსახლეობის აპათიის ფონზე, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები არაპროგნოზირებადი იქნება

არჩევნებს ფავორიტი არ ჰყავს

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოსაა დანიშნული. წლის დასაწყისიდან იმდენი მოვლენა მოხდა – მათ შორის, ოპოზიციის ლიდერის სავარაუდო მოწამვლის ჩათვლით – რომ ახლა, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ელექტორატი აპათიამ მოიცვა.

აშკარა ფავორიტი არ არსებობს. და ბევრი კერძო საუბარში აღიარებს, რომ უკვე არ იციან, ვის მისცენ ხმა და საერთოდ, ღირს თუ არა არჩევნებზე წასვლა.

აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობა: უბედური შემთხვევა თუ მოწამვლა?

მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

ვინ არიან კანდიდატები

საერთო ჯამში, პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 10 ადამიანი აცხადებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავდაპირველად შვიდი კანდიდატი დაარეგისტრირა და ბოლო მომენტამდე წელავდა კიდევ სამი კანდიდატის დარეგისტრირებას. კითხვები არსებობდა ჩაბარებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით. თუმცა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ არ ჩამოეშორებინათ ისინი საპრეზიდენტო რბოლისთვის.

მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გარდა, არჩევნებზე დარეგისტრირდნენ:

•ალხას კვიცინია, ის იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეცვალა მოულოდნელად დაავადებული (ოპოზიციის თქმით – მოწამლული) გაერთიანებული ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერი, ასლან ბჟანია.

•ოლეგ არშბა, ის ოპოზიციის მეორე ფრთას წარმოადგენს, რომელსაც ექსპრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი აკონტროლებს.

•აფხაზეთის სპეცსამსახურის ყოფილი უფროსი ასტამურ ტარბა, რომელიც პოლიტიკაში 15-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

•დეპუტატი ალმას ჯოპუა, ორგანიზაცია „საერთო საქმის“ ლიდერი, თავიდანვე საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც „მესამე ძალის“.

•ყოფილი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა.

•ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა.

კიდევ ორი კანდიდატი – ასტამურ კაკალია და ასტამურ ოტირბა – აფხაზურ პოლიტიკაში პირველად სწორედ ამ არჩევნების წინ დაფიქსირდნენ. ისინი საკუთარ თავს კორუფციასთან მებრძოლებად წარმოადგენენ.

და ბოლოს, მეათე კანდიდატი – არტურ ანქვაბი – საერთოდ, ნაკლებად ცნობილი, მხოლოდ გვარი აქვს ცნობილი.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი

კანდიდატთა ასეთი რაოდენობა აფხაზურ არჩევნებს არ ახსოვს.

ისევე, როგორც არ უნახავს აფხაზური საზოგადოების ასეთი საპროტესტო განწყობა, როგორიც დღეს არის.

კანდიდატების პოპულარობის რეიტინგის გასაზომად რაიმე სოციოლოგიური გამოკითხვები აფხაზეთში არ ტარდება, რამდენადაც ასეთი ტრადიცია არ არსებობს. ყველაფერი „თვალით იზომება“ და, როგორც წესი, უშეცდომოდ.

იქ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 160 ათასს არ აჭარბებს, ადამიანების განწყობის გაგება საკმაოდ მარტივია. აქ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ ყველგან – სამსახურსა და სახლში, ბაზარსა და მრავალრიცხოვან ყავის სახლებში, ასევე, ქორწილებსა და გასვენებებში.

მაშ ასე: ახლანდელი არჩევნები უპრეცედენტო აპათიის ფონზე მიმდინარეობს, როდესაც პოტენციური ამომრჩევლის უმრავლესობამ ან არ იცის, ვის მისცეს  ხმა, ან საერთოდ არ აპირებს კენჭისყრაზე წასვლას.

ერთადერთი, რაც პრეზიდენტობის მეორე ვადაზე მიმავალმა რაულ ხაჯიმბამ და მისმა ცხრა ოპონენტმა შეიძლება გათვალონ 25 აგვისტოს კენჭისყრაზე, არის ის, რომ გავიდნენ მეორე ტურში.

ამომრჩევლის უნდობლობა, რომელიც დაღლილია თავისი პოლიტიკური კლასის ცარიელი დაპირებებით – ალბათ, ახლანდელი საპრეზიდენტო რბოლის მონაწილეების ყველაზე დიდი პრობლემაა.

წლების განმავლობაში დაგროვილი გადაუჭრელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ტვირთი და მძიმე კრიმინალური ვითარება; ბიუროკრატიული აპარატის უკონტროლო კორუფცია – არის ის, რამაც საშუალოსტატისტიკური ამომრჩეველი უკიდურესად უნდობლად აქცია.

ეს ადრე ჰყავდათ ცნობილ აფხაზ პოლიტიკოსებს საკუთარი მომხრეების დიდი მასა. ამ პოლიტიკოსებს არჩევნებზე პროგრამების გარეშეც შეეძლოთ გასვლა, მაინც გაითვალისწინებდნენ მათ „ნიჭს“ და ხმას მისცემდნენ. რაც ხდებოდა კიდეც არჩევნებიდან არჩევნებამდე.

მაგრამ „პორტრეტული“ დემოკრატიის საუკუნე – როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ არა იდეები, არამედ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები – როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა.

ახლა, ასე უბრალოდ, რომ ჰალსტუხი კარგად უკეთია, ჩვეულებრივი ამომრჩეველი ხმას არავის მისცემს.

ახლა ქვეყნის მთავარი სავარძლის დაკავების პრეტენდენტებს ყველა სფეროში გაწერილი პროგრამული ნაბიჯების გარეშე, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამის კომპენსირება არანაირ წლობით დაგროვილ პოლიტიკურ ბექგრაუნდს არ შეუძლია.

მაგრამ არც პროგრამაა პანაცეა. აუცილებელია, უნდობი ამომრჩეველი დაარწმუნო, რომ ეს პროგრამა მხოლოდ კეთილ სურვილებად არ დარჩება და რეალურად განხორციელდება, და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდებათ კანდიდატებს შანსი.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ