თუკი პიკეტირებისა და მკვლელობისათვის ერთი და იმავე ვადით პატიმრობას უსჯიან - ხალხი სამართლიანობის პირველყოფილური ფორმების მხარდაჭერას იწყებს " />

მოსაზრება: რატომ არის რუსეთში სიკვდილით დასჯის დაბრუნების იდეა ხელისუფლებისადმი უნდობლობის ნიშანი

თუკი პიკეტირებისა და მკვლელობისათვის ერთი და იმავე ვადით პატიმრობას უსჯიან - ხალხი სამართლიანობის პირველყოფილური ფორმების მხარდაჭერას იწყებს

რუსეთის ქალაქ სარატოვში, თავდაპირველად გაუჩინარდა, შემდეგ კი მოკლული იპოვეს 9 წლის გოგონა.

მას სამი ათასი მოხალისე ეძებდა. მკვლელი მალე დააკავეს. გაირკვა, რომ მან ადრეც ჩაიდინა დანაშაულები.

• სიკვდილით დასჯა – საბჭოთა ტრადიცია?

• აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირეს

და აქ მოხდა ერთდროულად ორი არაორდინალური მოვლენა:

• ათასობით ადამიანი თავს დაესხა პოლიციას და მკვლელის გადაცემა მოითხოვა, რათა ლინჩის წესით გასწორებოდნენ.

• რუსეთის სახელმწიფო დუმამ გადაწყვიტა სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხის განხილვა – და ამ იდეას მასობრივად დაუჭირეს მხარი სოციალურ ქსელებში.

МБХ-медиа-ს ჟურნალისტი ანტონ ორეხი იმის შესახებ, თუ როგორ არის ეს ორი რეაქცია ერთმანეთთან დაკავშირებული და მისი აზრით, სიკვდილით დასჯა, რატომ არის ხელისუფლებისადმი სრული უნდობლობის ნიშანი.

_____________________________________

რატომ დაიწყო მშვიდ, ერთი შეხედვით პროვინციულ ქალაქში უცებ ნამდვილი სახალხო შეკრება მკვლელის ლინჩის წესით გასასამართლებლად გადაცემის მოთხოვნით. რატომ უნდათ ადამიანებს ასე ძალიან თვითონ დასაჯონ მკვლელი?

სავარაუდო პასუხი – იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან ჩვეულებრივ სასამართლოს.

გავრცელდა ხმა, რომ მკვლელს პოლიციის ფორმა გადააცვეს, რათა გადაერჩინათ და ხალხმა ეს დაიჯერა.

მეორე სავარაუდო პასუხი – რადგან ხალხი ფიქრობს, რომ შეუძლებელია სახელმწიფოსგან სამართლიანობის მიღება.

მკვლელი მიხაილ ტუვატინი ადრე უკვე იჯდა ციხეში გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით – 6,5 წელი. ყურადღება მიაქციეთ სასჯელის ამ ვადას – ექვსნახევარი წელიწადი მძიმე დანაშაულისათვის.

არადა, სწორედ ამ დღეებში, ქალაქ როსტოვში, ზუსტად იგივე ვადით პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტებს, რომლებიც პიკეტებს აწყობდნენ.

ორმა ახალგაზრდას (19 და 22 წლის) 6,6 და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს ექსტრემიზმის ბრალდებით. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი მერიის შენობასთან გამოვიდნენ ბანერით, რომელზეც ეწერა – „დაუბრუნეთ მიწა ხანძრით დაზარალებულებს!“. ამ გზით ისინი სამართლიანობას აღდგენას ითხოვდნენ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონის ასაშენებლად, როსტოვის ცენტრში, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების დახმარებით წაართვეს მიწა.

ანუ სახელმწიფომ ბანერით აქციაზე დგომა გაუთანაბრა გაუპატიურებასა და მკვლელობას.

როსტოვში ორ ახალგაზრდას 6,6 და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს იმის გამო, რომ მერიის შენობასთან გამოვიდნენ ბანერით – „დაუბრუნეთ მიწა ხანძრით დაზარალებულებს!“

პოლიციისა და სასამართლოს მიმართ უნდობლობა, იმის რწმენა, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანობის მიღება – ეს ყველაფერი ადამიანებს სამართლიანობის პირველყოფილური ფორმებისკენ უბიძგებს.

მოზარდი გოგონას თვითმკვლელობა აზერბაიჯანში: სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლო დაიწყო

პარლამენტის დეპუტატებმა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინეს – დაიწყეს საუბარი სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. მათთვის მოსახერხებელი შემთხვევაა ხალხთან ერთად ყოფნა.

საზოგადოებრივ აზრზე აპელირება – ამ შემთხვევაში პოპულიზმის უმაღლესი ფორმაა, იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთი ემოციური შემთხვევებისას ადამიანები ემოციურად რეაგირებენ, არ უღრმავდებიან პრობლემის არსს, არ სწავლობენ სტატისტიკასა და ფსიქოლოგიას.

სწორედ ამიტომ არც დეპუტატები, არც ისინი, ვინც სოციალურ ქსელებში მხარს უჭერს ამ იდეას და არც მედია არ სვამს კითხვას – როგორ უნდა გამოვასწოროთ სასამართლოს შეცდომა, თუკი ადამიანი უკვე დასჯილია?

ვის შეუძლია რუსეთში გარანტიის მოცემა, რომ შეცდომები არ მოხდება? ვინ იცის ან ვის უწარმოებია სასამართლოს შეცდომების სტატისტიკა?

სამაგიეროდ, არსებობს ასეთი სტატისტიკა აშშ-ში, სადაც სასამართლო სისტემა გაცილებით უკეთაა განვითარებული. იქ, რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯა მოქმედებს – და ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყოველი 25 დასჯილიდან ერთი მოგვიანებით უდანაშაულოდ სცნეს.

მთავარი კი ისაა, რომ თვითონ სიკვდილით დასჯა არანაირ გავლენას არ ახდენს არც დანაშაულის და არც ძალადობის ხარისხის შემცირებაზე.

აქ უკვე ჩინეთია მაგალითი, სადაც სიკვდილით ბევრს სჯიან და დახვრეტის საფუძველი მუხლების ჩამონათვალიც დიდია. და ამან არანაირი გავლენა არ მოახდინა ჩადენილი დანაშაულის უდიდესი სტატისტიკის შემცირებაზე – ევროპასთან შედარებით, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

და ჩინეთშიც კი ბოლო წლებში კანონმდებლობის ჰუმანიზაციისკენ წავიდნენ, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენებს სულ უფრო და უფრო ხშირად ცვლიან სამუდამო პატიმრობით ან საერთოდაც, თავისუფლების ხანგრძლივი ვადით აღკვეთით.


ასევე წაიკითხეთ