კარვები, შეშის ღუმელი და ცხელი ყავა" />

17 ნოემბრის მიტინგი პარლამენტის წინ. ფოტორეპორტაჟი

კარვები, შეშის ღუმელი და ცხელი ყავა

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მიზანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

მომიტინგეებმა გაშალეს კარვები, მოიტანეს შეშის ღუმელები. მოხალისეები არიგებენ ღვეზელებს, ცხელ ყავასა და ჩაის.

რამდენიმე მანქანამ მომიტინგეებთან მოიტანა შეშა და სილა. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ მომიტინგეებმა მოახერხეს ტვირთის კარვებამდე მიტანა.

ხვალ პარლამენტში სამუშაო კვირა იწყება, მომიტინგეები კი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და პარლამენტის შენობის პიკეტირებას განაგრძობენ

 


ასევე წაიკითხეთ