თემის ოფიციალური განცხადება: "ჩვენ სომხურ მხარესთან დიალოგისთვის მზად ვართ"" />

მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ თემს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. რას ნიშნავს ეს?

თემის ოფიციალური განცხადება: "ჩვენ სომხურ მხარესთან დიალოგისთვის მზად ვართ"

მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული თემს სათავეში საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომელი, ტურალ გიანჯალიევი ჩაუდგა. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში ეს თანამდებობა ბაირამ საფაროვს ეკავა.

მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული თემი – აზერბაიჯანში არსებული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელების ინტერესებს წარმოადგენს. ეს თემი 1992 წელს ყარაბაღთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.

• პროგნოზები ბაქოდან: იმოქმედებს თუ არა სომხეთში ხელისუფლების შეცვლა ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე

• რას ნიშნავს ფრაზა „სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთგაგებას მიაღწიეს“

ამჟამად მოლაპარაკებების პროცესში აზერბაიჯანული თემის ჩართულობა მხოლოდ საერთაშორისო შუამავლებთან პერიოდული შეხვედრებით შემოიფარგლება. ისინი ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ, ისევე როგორც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლები.

მიუხედავად ამისა, 20 დეკემბერს თემმა  ყრილობის შედეგებთან დაკავშირებით   გააკეთა ოფიციალური განცხადება , რომელშიც სხვა დანარჩენთან ერთად ნათქვამია:

 “ამ მიმართულებით უნდა წახალისდეს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მთიანი ყარაბღის ორ თემს შორის დიალოგი. რეგიონის აზერბაიჯანული თემი კონსტრუქციული დიალოგისთვის ემზადება. ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით კი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს, წვლილი შეიტანონ კონფლიქტის მოგვარების საქმეში  და ხელი შეუწყონ რეგიონის აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს  შორის კონტაქტებს”. 

ასეთ შემთხვევაში, რას ნიშნავს თემის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა?

თემის ხელმძღვანელობის ცვლა შეიძლება მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიოთ, პირველ რიგში იმის გამო, რომ 38 წლის ტურალ გიანჯალიევი, 68 წლის ბაირამ საფაროვისგან განსხვავებით, ახალგაზრდა პროფესიონალი დიპლომატია. და ის, რომ თემს სათავეში ის ჩაუდგა, იმ აზრს აჩენს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღელ სომხებთან „ურთიერთობისთვის“ ემზადება. ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები ასე ვარაუდობენ.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი:

„საინტერესოა, რომ ახალგაზრდა პროფესიული დიპლომატის არჩევა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების მოლაპარაკებების მომდევნო დღეს შედგა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელდარ მამედიაროვის განცხადებამ იმის შესახებ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში პირველად ურთიერთგაგების მიღწევა მოხერხდა“, მედიასა და საზოგადოებაში გამოხმაურება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, სომხეთის ახალი ლიდერის, ფაშინიანის ერთ-ერთი მთავარი წინადადება ის არის, რომ ყარაბაღის სომხები მოლაპარაკებების პროცესში დამოუკიდებელ რგოლად იქცნენ. ფაშინიანს მიაჩნია, რომ მას, სომხეთის წინა, ყარაბაღთან მჭიდროდ დაკავშირებული ხელისუფლებისგან განსხვავებით, მორალური უფლება არ გააჩნია, რომ ყარაბაღელ სომხებს წარმოადგენდეს.

ანუ, „მიღწეული ურთიერთგაგების“ ერთ-ერთი პუნქტი, შესაძლოა, ბაქოს იმაზე თანხმობაც იყოს, რომ ყარაბაღელმა სომხებმა მოლაპარაკებების პროცესში ერევნისგან დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ აზერბაიჯანი არ არის მზად, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან თანასწორუფლებიანი მოლაპარაკებები გამართოს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ამ მოლაპარაკებებში ყარაბაღელი აზერბაიჯანელები ჩაერთვებიან.

და ყარაბაღის აზერბაიჯანული თემის ახალი მეთაური ტურალ განჯალიევი ამ მიზნისთვის იდეალურად ზედგამოჭრილია. ის წარმოშობით შუშიდანაა, ამავდროულად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც არის, ანუ სურვილის შემთხვევაში, მისი წარდგენა შესაძლებელია როგორც ოფიციალური პირად, ისე – საზოგადო მოღვაწედაც.

ყარაბაღის მცხოვრები ჟურნალისტი ასაფ გულიევი:

„ყარაბღის ირგვლივ სერიოზული პროცესები იწყება. ბოლო დროის მოვლენები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სომხებთან მოლაპარაკებაზე თანახმაა. ესე იგი, კონფლიქტის გადასაწყვეტად აუცილებელი მოლაპარაკებებში ყინული დაიძრა“.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა განაცხადა, 2019 წლის იანვარში ის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას ისევ გეგმავს.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, ომლებიც შეფასდება, როგორცშეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე – სხვა მიზეზების გამო ეთიკურად მიუღებელი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ