ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ არ გამოვიდა იმპორტის ეროვნული პროდუქციით ჩანაცვლება ამ შემთხვევაშიც" />

მეცხოველეობა აზერბაიჯანში: ვირები ნაპოვნია, მაგრამ პრობლემა დარჩა

ექსპერტი განმარტავს, თუ რატომ არ გამოვიდა იმპორტის ეროვნული პროდუქციით ჩანაცვლება ამ შემთხვევაშიც

როდესაც საქმე კულინარიას ეხება, აზერბაიჯანელების უმრავლესობა ერთსულოვნებას იჩენს. ჩვენი თანამემამულეების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ხორცი ყველა კერძში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ სტუმრებს ჯერ ქებაბით, ან, უკიდურეს შემთხვევაში, დოლმით უმასპინძლდებიან, შემდეგ კი სხვა კერძებს სთავაზობენ ხოლმე. ამიტომ მეცხოველეობა ძველთაგანვე ტრადიციულ საქმიანობად ითვლებოდა. ისტორიულადაც მტკიცდება, რომ ჩვენი მომთაბარე წინაპრები მესაქონლეობას მისდევდნენ.

ადგილობრივი რელიეფიც მეცხოველეობის განვითარებისთვის უფროა ხელსაყრელი, იმიტომ რომ მიწის 70%-ზე მეტი სოფლის მეურნეობისათვის უვარგისია, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული. ტერიტორიის ნაწილი მთებს უკავია, ნაწილი კი – ნახევარუდაბნოებსა და ეროზიით დაზიანებულ ნიადაგებს.

საბოლოო ჯამში მთელ ქვეყანაში ნორმალურად მხოლოდ 1,3 მილიონი ჰექტრის გამოყენება შეიძლება და ამ ტერიტორიაზე მთელი აგროპროდუქციის 85% მოდის. ამიტომ ყველას მიაჩნია, რომ მეცხოველეობის დარგში ყველაფერი რიგზეა. ამ საკითხს მინისტრთა კაბინეტის სხდომებსა და რეგიონების ხელმძღვანელების კრებებზე განიხილავენ. მეტიც, გავრცელდა ხმები, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული საქონლის ეროვნული პროდუქტით ჩანაცვლების პროცესში მეცხოველეობა წარმოების სხვა დარგებზე წინაა. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

ოფიციალური მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რეალობა საგრძნობლად განსხვავდება იმისგან, რასაც მთავრობა აცხადებს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა 2,3 მილიონი ცხოველის (ქათმების, თხების, ძროხებისა და მწერებისაც კი) იმპორტი განახორციელა. ქვეყანაში კი ამ ცხოველების რაოდენობა შემცირდა.

მსხილფეხა საქონლის იმპორტი აზერბაიჯანში (სული), 2016 წლის პირველი ნახევრის შედარება  2017 წლის პირველ ნახევართან

ფრინველის იმპორტი აზერბაიჯანში (სული), 2016 წლის პირველი ნახევრის შედარება  2017 წლის პირველ ნახევართან

სხვა ცხოველების იმპოტი (სული), 2016 წლის პირველი ნახევრის შედარება  2017 წლის პირველ ნახევართან

თუმცა, საზოგადოების ყურადღება პირველ რიგში ვირების სულადობის შემცირებამ მიიქცია. 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროვების შემდეგ გაირკვა, რომ ვირების რაოდენობა ორი ათასით შემცირდა. ჟურნალისტებს ეს ფაქტი საინტერესოდ მოეჩვენათ და საბოლოოდ სოციალური ქსელები დაკარგული გრძელყურა არსებების შესახებ შექმნილი ფოლკლორული ნაწარმოებებით აივსო.

ამის შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინსტრომ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქვეყანაში ღორების სულადობა შემცირდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ, ტრადიციებისა და სხვა ფაქტორების გამო, მეღორეობა არასდროს ყოფილა ადგილობრივი მეცხოველეობის მნიშვნელოვანი დარგი. ასეთ სიტუაციაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არამხოლოდ ღორებისა და ვირებზე, არამედ მთლიანად მეცხოველეობაზე უნდა იზრუნოს.

აღსანიშნავია, რომ მეცხვარეობა, რომელიც აგრარული რაიონებისათვის მეცხოველეობის ტრადიციული დარგს წარმოადგენს, სხვა სახეობების მსგავსად, სერიზულ კრიზისს განიცდის. 2003 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა როდესაც ქვეყანაში ცხვრის სულადობა შემცირდა. თუკი ადრე მატი რაოდენობა ყოველწლიურად 15-70 ათასი სულით იზრდებოდა, 2016 წელს მათმა რაოდენობამ 62,2 ათასით მოიკლო. როგორც ჩანს, კლება ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მასშტაბური იყო, იმიტომ რომ 2016 წელს აზერბაიჯანმა ცოცხალი ცხვრის იმპორტი ორ-ნახევარჯერ (60 ათას სულამდე) გაზარდა. ანუ სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ გასულ წელს ცხვრის სულადობა 100 ათასით შემცირდა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ღორების რაოდენობა განუხრელად მცირდებოდა და, ამის პარალელურად, ცხენების, მსხვილფეხა პირუტყვისა და ცხვრის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობდა. მაგრამ 2016 წელს მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის კლება დაფიქსირდა. მსხვილფეხა საქონლის სულადობა თითქმის ათი ათასით შემცირდა, ცხვრების რაოდენობამ 62 ათასით მოიკლო, ცხენების რიცხვი კი 2 ათასით შემცირდა.

მსხილფეხა საქონლის იმპორტი აზერბაიჯანში (სული), 2013-2016

მოდით, არსებული მდგომარეობა ერთი კონკრეტული რაიონის მაგალითზე განვიხილოთ. პირუტყვის რაოდენობის შემცირების მხრივ ყველაზე მეტად გედაბეკის რაიონი დაზარადა, სადაც მსხვილფეხა საქონლისა და ცხვრის სულადობა 10%-ით შემცირდა. იმ პერიოდში იმავე რაიონში მარცვლეული კულტურების ნათესების ფართობი 500 ჰექტარით გაიზარდა, ქერის წარმოებამ კი 5-ჯერ მოიმატა.

და ასეთ პირობებში ხელისუფლებამ წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანსაც ტექნიკური კულტურების (ბამბის, თამბაქოს, ჩაის, შაქრის ჭარხლის) წარმოების მასშტაბების ზრდა წარმოადგენს. მიწათმოქმედებს შეღავათები მისცეს იმ იმედით, რომ წარმოების მასშტაბები გაიზრდებოდა და ქვეყანა იმპორტის სამამულო წარმოების პროდუქტებით ჩანაცვლებას მოახერხებდა. მარცვლეული და პარკოსანი კულტურების ნათესები 43 ათასი ჰექტარით გაიზარდა და ის მიწა დაიკავა, რომელსაც საქონლის გამოსაკვებად ვეღარ გამოიყენებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ პირუტყვის საკვები მანამდეც არ იყო საკმარისი. ამას გარდა, მიწასაც ირაციონალურად იყენებენ – უხეშად რომ ვთქვათ, „არ ასვენებენ“ და ამით ნიადაგის ნაყოფიერებას ამცირებენ.

ფრინველის იმპორტი აზერბაიჯანში (სული), 2013-2016

გაჩნდა კითხვა, თუ როგორ შეიძლებოდა ტექნიკური კულტურების წარმოების ზრდა ისე, რომ კარტოფილის, ხორბლისა და სხვა აგროკულტურების წარმოება არ შემცირებულიყო. მთლიანობაში, ამ პრობლემის გადასაწყვეტად დაზიანებული ნიადაგების მოსავლიანობის აღდგენისა და დაბინძურებული მიწების გაწმენდის რამდენიმეწლიანი პროგრამის შემუშავება (ითვლება, რომ მხოლოდ აფშერონის ნახევარკუნძულზე ნავთობითა და გაზით ოცდაერთი ათასი ჰექტარის ფართობის მიწაა დაზიანებული), ამ პროექტის განხორციელება და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ახლა გამოფხიზლდა. მათ მყისიერი შედეგები სურთ, მაგრამ სოფლის მეურნეობა არაა ის სფერო, რომელიც სწრაფ უკუგებას იძლევა.

ამ ყველაფერმა იმავე ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის შემცირება გამოიწვია (ბამბის მოსავალი, რომელიც ადრე 1,8-2 ტ/ჰა იყო, 1,4-1,6 ტ/ჰა-მდე შემცირდა) და ამის პარალელურად კარტოფილის, ხორბლისა და ჩვენთვის ტრადიციული სხვა კულტურების მოსავლიანობაც დაეცა. მაგრამ ყველაზე უსიამოვნო მაინც ისაა, რომ საძოვრები პლანტაციებად აქციეს, რამაც მეცხოველეობა დააზარალა და ყბადაღებული ვირების, ღორებისა და ცხვრების გაქრობა გამოიწვია.

საბოლოოდ ამ პროცესს ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და იმპორტული საქონლის სამამულო ნაწარმით ჩანაცვლების პროცესი შეფერხდა. 2016 წელს ქვეყანაში 523,7 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, შემოტანილი ხორცის საერთო მოცულობამ კი 31 ტონა შეადგინა. ზოგადად, იმპორტის 5-6%-იანი წილი მეტნაკლებად უმნიშვნელოა ხოლმე, მაგრამ ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპები ნამდვილად შიშისმომგვრელია. მაგალითად, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს ქათმის ხორცის იმპორტი 3,3-ჯერ გაიზარდა და ეს მაჩვენებელი წელსაც იზრდება. 2017 წლის პირველ ნახევარში ხორცის იმპორტი ორჯერ გაიზარდა. 2016 წელს უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის ხორცის საერთო მოცულობის ზრდის მაჩვენებერლმა 3% შეადგინა, მაშინ, როცა 2017 წლის პირველ ნახევარში იმპორტის მოცულობა 100%-ით გაიზარდა.

ხორცის იმპორტი აზერბაიჯანში (ტონა), 2016 წლის პირველი ნახევრის შედარება  2017 წლის პირველ ნახევართან

ხორცის იმპორტი აზერბაიჯანში (ტონა), 2013-2016

პრობლემებია ისეთ ტრადიციულ დარგშიც კი, როგორიცაა კვერცხის წარმოება. აზერბაიჯანში თითქმის ყველა ქათამი იმპორტირებული კვერცხებიდან გამოიჩეკა. და თუკი 2016 წელს სხვადასხვა ზომების გატარების შედეგად კვერცხის იმპორტის მოცულობა შემცირდა (თითქმის ორჯერ, с 47,5-დან 28,6 მილიონამდე), 2017 წელს იმპორტის ზრდის პროცესი განახლდა და ნახევარ წელიწადში ამ მაჩვენებელმა 26,6 მილიონს მიაღწია.

ინკუბაციური კვერცხის იმპორტი (ათასი ცალი), 2013-2016

ინკუბაციური კვერცხის იმპორტი (ათასი ცალი), 2016 წლის პირველი ნახევრის შედარება  2017 წლის პირველ ნახევართან

სწორედ ეს პრობლემები უნდა აღელვებდეთ საზოგადოებასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუკი მიწა არასწორად იქნება გადანაწილებული სოფლის მეუნეობის დარგებს შორის, ჩვენ გადავიქცევით მებამბეობის ქვეყნად, რომელსაც ხორცის იმპორტირება მოუწევს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე სწორედ ამ სფეროში მირწეული წარმატებებით ამაყობდნენ და აცხადებდნენ, რომ წარმოების ამ დარგში იმპორტზე დამოკიდებულების დონე ძალიან დაბალი იყო. სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს იმპორტულ ხორცზე დამოკიდებულება 10-12%-ს მიაღწევს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საქონლის ხორცის იმპორტზეც მაღალი საბაჟო ტარიფები დაწესდება – ისე, როგორც თავის დროზე უცხოური ქათმისა და კვერცხის მოზღვავების შესაკავებლად დაწესდა – იმპორტის ზრდის პროცესი ამ შემთხვევაშიც არ შეჩერდება.

სტატიაში მოყვანილი ყველა რიცხობრივი მაჩვენებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდანაა აღებული.

 


ასევე წაიკითხეთ