ფილმ „მატილდას“ პრემიერა: მანქანების დაწვა, მოლოტოვის კოკქტეილები, მასობრივი დემონსტრაციები" />

მეფის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფილმს რუსეთში სკანდალი მოჰყვა

ფილმ „მატილდას“ პრემიერა: მანქანების დაწვა, მოლოტოვის კოკქტეილები, მასობრივი დემონსტრაციები

ნატალია პოკლონსკაია იმპერატორ ნიკოლაი II-ს ბიუსტთან. ფოტო: იური კოზირევი/ „ნოვაია გაზეტა“

რუსეთში ფილმ „მატილდას“ ჩვენება დაიწყო, რომელსაც თან ახლავს მასშტაბური სკანდალი – მანქანების დაწვით, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით მოწყობილი თავდასხმებით და მასობრივი დემონსტრაციებით.

„მატილდა“ – ეს არის მონათხრობი რეალური ისტორიული მოვლენების შესახებ: ХХ საუკუნის დასწყისში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ს ბალერინა მატილდა კშესინსკაიასთან რომანის ამბავი. ნიკოლოზ II იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული.

თავად ფილმის ჩანაფიქრმა გამოიწვია მართლმადიდებელი აქტივისტების ჯგუფის პროტესტი, რომლებსაც სათავეში სახელმწიფო დუმის დეპუტატი ნატალია პოკლონსკაია უდგას. ის უკრაინის ყოფილი მოქალაქეა, რომელმაც ყირიმის ანექსიის შემდეგ ამ რეგიონის  გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა, შემდეგ კი რუსეთის პარლამენტის წევრი გახდა.

პოკლონსკაიამ და მისმა მომხრეებმა განაცხადეს, რომ „მატილდა“ მორმწუნე ადამაინების გრძნობებს შეურაცხყოფს, რადგან ნიკოლაი II რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

„მატილდას“ მოწინააღმდეგეები ფილმის ჩვენების აკრძალვას სასამართლოს წესით ცდილობდნენ, და როდესაც ეს არ გამოუვიდათ,  გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავიდნენ – ისინი „მატილდას” რეჟისორის, ალექსეი უჩიტელის სტუდიას „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაესხნენ თავს, ასევე იყო მისი ადვოკატის მანქანის დაწვის მცდელობაც. 12 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში ფილმის ჩვენების წინააღმდეგ გაიმართა ჯვრებით  მსვლელობა, რომელშიც, ორგანიზატორების მონაცემებით, 20,000 ადამიანი მონაწილეობდა.  

 

 

„შეტყობინებები“ დამწვარი ავტომობილების გვერდით. ფოტო: კონსტანტინ დობრინინი / “ვ კონტაქტე”

 

 

 

 

„მატილდას“ ჩვენებაზე უკვე ორმა მსხვილმა რუსულმა კინოქსელმა განაცხადა უარი, და ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებით ახსნეს.

ბოლო დღეებში რუსეთის სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად  ასეთ  კითხვას სვამენ:

რატომ შეურცხყოფს მორწმუნეების გრძნობებს დაუქორწინებელი მეფის რომანის შესახებ გადაღებული ფილმი, ნიკოლოზ მეორის დახვრეტის ბრძანების გამცემი ლენინის მავზოლეუმის წითელ მოედანზე არსებობა კი – არა?


ასევე წაიკითხეთ