შვიდი სტუდენტი საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" />

ბაქოში ფასტ-ფუდით 7 სტუდენტი მოიწამლა

შვიდი სტუდენტი საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შვიდი სტუდენტი მოიწამლა ბაქოში მას შემდეგ, რაც მათ აზერბაიჯანში პოპულარული ფასტ-ფუდი – დონერი შეჭამეს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამი მათგანი უკვე გამოწერეს. კიდევ ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფასტ-ფუდი “დონერი” თურქული წარმოშობისაა. ის აზერბაიჯანში, სიიაფისა და ნოყიერების გამო, განსაკუთრებით სტუდენტებს შორის ძალიან პოპულარულია. ეს არის პურში ან ლავაშში გახვეული ძროხის ან ქათმის ხორცი, რასაც ახალი ბოსტნეული და სოუსი აქვს დამატებული.

უნივერსიტეტის შვიდმა სტუდენტმა მეცადინეობის შემდეგ ცენტრის მახლობლად მდებარე პატარა კაფეში ერთად მიირთვა ქათმის დონერები, – ჰყვება Qafqazinfo. რამდენიმე ხანში, საკვებისგან მოწამვლის ნიშნებით, ყველა მათგანი საავადმყოფოში მოხვდა. კაფეში მივიდნენ კვებითი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც იქ გამეფებულმა ანტისანიტარიამ აღაშფოთა. მათ პროდუქტების ნიმუშები ექსპერტიზის ჩასატარებლად წაიღეს.

• რით სუნთქავს თბილისი

• ნარკოდამოკიდებულება აზერბაიჯანში

ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ეჭვობენ, რომ საქმე ეხება უხარისხო მაიონეზს, რომლითაც დონერები იყო შეკმაზული.

წინათ კაფეებსა და რესტორნებში სანიტარული ნორმების დაცვა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ კონტროლდებოდა. 2018 წლის დეკემბრიდან კი საგანგებოდ ამისთვის 2017 წელს შეიქმნა კვებითი უსაფრთხოების სააგენტო, რათა თვალ-ყური ადევნოს კვების სფეროში არსებული ყველა ნორმატივის დაცვას.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ