მომხდარის ძირითადი ვერსია - ტერაქტი" />

მანჩესტერში აფეთქების შედეგად მოკლულია 22 ადამიანი, 59 კი დაჭრილი

მომხდარის ძირითადი ვერსია - ტერაქტი

მანჩესტერში აფეთქების შედეგად, რომელიც 22 მაისს, გვიან საღამოს მოხდა,  მოკლულია 22 ადამიანი,  50 კი დაჭრილი. ძირითადად დაზარალებულები არიან  ახალგაზრდები,  რომლებიც ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტზე იყვნენ მისულები.

კონცერტი ტარდებოდა „მანჩესტერ-არენაზე“, ქალაქის უდიდეს საკონცერტო მოედანზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევს. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მეტალის გამანადგურებელი ელემენტებით იყო დატენილი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.

მანჩესტერში მომხდარი ტერაქტი ბოლო 12 წლის განმავლობაში  დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე დიდია. 2005 წელს ლონდონის მეტროში აფეთქებების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავის განცხადებაში ამ თვდასხმას „ამაზრზენი“ უწოდა. პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და ანტიტერორისტული კომიტეტი „კობრას“ სხდომის მოწვევის შესახებ განაცხადა.

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.


ასევე წაიკითხეთ