არიან მოკლულები - ეს იგი, არიან მკვლელებიც. მწერალმა რუტა ვანაგაიტემ მათი სახელები დაასახელა " />

ლიტველები, რომლებიც ებრაელებს ხოცავდნენ. ჰოლოკოსტის შესახებ წიგნმა ლიტვა შეძრა

არიან მოკლულები - ეს იგი, არიან მკვლელებიც. მწერალმა რუტა ვანაგაიტემ მათი სახელები დაასახელა

ჯვრების მთა – ლიტვაში მომლოცველთა ადგილია. ის ქალაქ შაულიაიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, ჯვრების მთა სასაფლაოს არ წარმოადგენს. ხალხური გადმოცემით, ის, ვინც ჯვრების მთაზე ჯვარს დატოვებს, მას წარმატება სდევს თან. სავარაუდოდ, აქ ერდროულად დაახლოები 50 ათათასამდე ჯვარია

ლიტველმა მწერალმა რუტა ვაგნაგაიტემ გამოსცა წიგნი სათაურით „ჩვენები“ – იმ როლის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ლიტველებმა შეასრულეს ლიტვის ებრაული მოსახლეობის განადგურებაში.

წიგნი უცბად იქცა ბესტსელერად. მაგრამ მისი ავტორი ბევრისთვის მტერი გახდა, რომელიც თავის სამოშობლოს დისკრედიტაციას ეწეოდა.

ახლა რუტა ვანაგაიტე მის მიმართ წამოსული მუქარების გამო, მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. მას დიდი ხნის მეგობრებმაც კი ზურგი შეაქციეს.

იმის შესახებ, თუ როგორც წარმოიშვა წიგნი „ჩვენების“ იდეა, და ხომ არ ნანობს ის, რომ ეს წიგნი დაწერა, რუტა ვანაგაიტემ რუსულ „ნოვაია გაზეტას“ ინტერვიუში უამბო.

– სკოლაში ამბობენ: „ჰიტლერელებმა 200 ათასი ლიტველი ებრაელი დახოცეს“, მძიმე, „ ზოგი უმსგავსი ადამიანი მათ ხელს უწყობდა“, მძიმე, „მაგრამ(!) ბევრმა ლიტველმა ებრაელები გადაარჩინა“ – და სულ ესაა. ამას 45 წუთში ასწავლიან. როდესაც მე ვსწავლობდი – „ებრაელების“ მაგივრად ამბობდნენ: „საბჭოთა მოქალაქეები“… და ჩვენ საბჭოთა ტრადიციას ვაგრძელებთ – დამოუკიდებელ ლიტვაში! – სიმართლის არცოდნის და მასზე უარის თქმის ტრადიციას.

– როდესაც საბჭოთა ჯარმა ლიტვის ოკუპირება მოახდინა – იქ 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო. როდესაც გერმანელები მოვიდნენ, წითელმა არმიამ აღმოსავლეთისკენ დაიწყო დახევა, და მთელი გერმანული არმია მას გაჰყვა. ლიტვაში კი მხოლოდ 600 გერმანელი დარჩა. 600!

სამი თვის განმავლობაში 200 ადამიანი იყო მოკლული! 20 ათასი ლიტველი გერმანელებს ემსახურებოდა. ზოგიერთ დახვრეტას გერმანელები არც კი ესწრებოდნენ. მაგრამ ყველაფრის გერმანელებისთვის გადაბრალება იოლია.

– ვერც კი წარმომიდგენია სხვა ადამიანს თავში როგორ უნდა ესროლო. და მაინც ვცდილობდი მათთვის გამეგო: აი, ის ჯერ უბრალოდ ღობეს იცავს, შემდეგ სინაგოგას, სადაც ებრაელები შეკრიბეს, შემდეგ მათ ბადრაგირებას ეწევა… შემდეგ კი უკვე ორმოსთან დგას, და მას თოფს აძლევენ… და ისიც ისვრის. მათ ცნობიერებაში ეს უკვე ადამიანი არ იყო. ეს ან ნომერი იყო, ან რაღაც ბაღლინჯო.

– ანტისემიტიზმიც იყო და და პროპაგანდაც. ადამიანი სუსტია. ის ამ ყველაფრისადმი მორგებას იწყებს. მას ძირითადი ინსტინქტი აქვს – გადრჩენის.  აი, ცნობილი რეჟისორი ნაკროშიუსი, ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. იყო. ახლა უკვე აღარ არის მეგობარი – ამ წიგნის გამო. ეს ძალიან ძნელი იყო. ერთად ვსწავლობდით, ბევრი რამ ერთად გამოვიარეთ, 40 წელიწადს ვმეგობრობდით. მაგრამ, როდესაც ვუთხარი, რომ ამ წიგნს ვწერდი, მან მიყვირა: შენ სამშობლოს ღალატობო! და მორჩა. ურთიერთობა შევწყვიტეთ.

მეშინოდა, რომ სასამართლოში მიჩივლებდნენ – მე ხომ წიგნში მკვლელების გვარებს ვასახელებ.

– მაგრამ არავის უჩივლია. მეშინოდა ფიზიკური ანგარიშსწორების: შინ მანქანით რომ ვბრუნდებოდი, ტყეს ფარებით ვანათებდი, რომ დამენახა – ყველაფერი მოსალოდნელი იყო… ვიცოდი, რომ ამ წიგნით ცხოვრებას ვიფუჭებდი. მაგრამ, მერე რა მოხდა!

– თუმცა, იყვნენ სხვებიც. სრულიად უცნობები. ქუჩაში მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ კითხვის დროს ეტირებოდათ, და რომ მშობლეთან კამათი მოსდიოდათ. ისინი მათ ეუბნებოდნენ, რომ მე პუტინი მიხდის ფულს, და რომ ებრაელებმა ის მიიღეს, რაც უნდოდათ. ესენი კი აღშფოთებულები იყვენენ: „რას ჰქვია, რაც უნდოდათ; ადამიანების დახოცვა როგორც შეიძლება?“ ლიტვა მართლაც ორად გაიყო.

– 23 სექტემბერს ლიტვაში – ებრაელების გენოციდის დღეა. და პოლიტიკოსები ყოველთვის ერთ ადგილას მიდიან – პონარიში. გვირგვინს დადებენ, რაღაცას იტყვიან და წავლენ. და მორჩა. ყოველ წელს ერთი და იგივე.

ასეთი ადგილი კი 227-ია. ბევრი მათგანის მიგნებაც კი ჭირს.

– შარშან ფეისბუკის საშუალებით შევთავაზე ადამიანებს, რომ წავიდნენ და მონახონ ასეთი ადგილები თავიანთ გვერდით, თითო ქვა დააწყონ, ან სანთელი აანთონ. 20-30 წუთში თითოეულ ლიტველს შეუძლია ასეთ ადგილამდე მისვლა.

– ადამიანები შვიდი ასეთი ადგილიდან გამომეხმაურნენ. ეს უკვე რაღაცის დასაწყისია.

რუტა ვანაგაიტე ერთ-ერთი სამარხის ადგილას. აქ დასაფლავებულია 1,767 ადამიანი, რომელთაგან 551 ბავშვია. პერიმეტრზე ქვები აწყვია. ფოტო ავტორის/ „ნოვაია გაზეტა“

ასევე წაიკითხეთ