ომბუდსმენი მოუწოდებს სკოლას დაიცვას თანასწორობის პრინციპი" />

ლევან ვასაძის სკოლაში სტიპენდია მხოლოდ ბიჭებს დაუნიშნეს

ომბუდსმენი მოუწოდებს სკოლას დაიცვას თანასწორობის პრინციპი

თბილისის ერთ-ერთმა კერძო სკოლამ –  „იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა“ 2017-2018 წლისთვის დააწესა სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი მოსწავლეებისთვის, ოღონდ მხოლოდ ბიჭებისთვის. აღნიშნული სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა არ აქვთ მე-8 კლასში გადამსვლელ გოგონებს.

სასწავლებელში ამას იმით ხსნიან, რომ მერვე კლასში ბიჭები უმცირესობაში არიან და ამიტომ სასწავლებელმა გადაწყვიტა ბიჭების წახალისება “სქესთა შორის ბალანსის დაცვის” მიზნით.

“იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი” ფასიანი კერძო სკოლაა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეუღლეს ეკუთვნის.

ამ ფაქტს სპეციალური განცხადებით უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ის სკოლას მოუწოდებს, სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი.

სახალხო დამცველის თქმით – “აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპის გამყარებას და გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.


ასევე წაიკითხეთ