Transparency International-ის შეფასებით რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ლიდერი საქართველოა. სომხეთი კი ჩინეთს უსწრებს " />

რა მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით

Transparency International-ის შეფასებით რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ლიდერი საქართველოა. სომხეთი კი ჩინეთს უსწრებს

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, Transparency International-მა გამოაქვეყნა 2019 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსი“.

1995 წლიდან მოყოლებული, ეს ანგარიში დგება ბიზნესმენებისა და ექსპერტების გამოკითხვით 100-ქულიან შკალაზე (100 ქულა – იდეალური შედეგია, 0 – კატასტროფული).

რეგიონები: ლიდერები და ჩამორჩენილები

2019 წელს 180 ქვეყანა შეფასდა. ისინი ექვს რეგიონად იყვნენ დაყოფილი.

მათ შორის ყველაზე კარგი მდგომარეობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არის ევროკავშირისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში – კუმულაციური ქულა – 66.

აუტსაიდერები არიან საჰარიდან სამხრეთით განლაგებული აფრიკული ქვეყნები – 32 ქულა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, რომელსაც მიეკუთვნებიან საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, მცირედით უსწრებს აუტსაიდერებს და მსოფლიოს რეგიონების რეიტინგში, ექვსიდან მეხუთე ადგილს იკავებს – 35 ქულით.

ქვეყნები: ლიდერები და ჩამორჩენილები

იმ ქვეყნებს შორის, რომელიც Transparency International-ის ანგარიშმა მოიცვა, საუკეთესო შედეგი ახალმა ზელანდიამ (87 ქულა) აჩვენა დანიასა და ფინეთთან (86 ქულა) ერთად.

ყველაზე უარესი მაჩვენებელი აქვს – სირიას (13 ქულა), სამხრეთ სუდანსა (12 ქულა)  და სომალის (9 ქულა).

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები

საკუთარ რეგიონში (აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია) ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება – საქართველო (56 ქულა), ბელარუსი და მონტენეგრო (ორივეს 45-45 ქულა). სამივე ქვეყნის მიერ მიღებული ქულა, მსოფლიოს საშუალო ქულაზე მაღალია.

რეგიონში ბოლო ადგილებს იკავებენ – თურქმენეთი (19 ქულა) და უზბეკეთი ტაჯიკეთთან ერთად (25-25 ქულა).

აზერბაიჯანმა 2018 წლის მსგავსად, კვლავ 31 ქულა მიიღო – არანაირი პროგრესი არ უჩვენებია, მაგრამ ამავდროულად გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და უკრაინა.

სომხეთმა 42 ქულა დააგროვა – 7 ქულით მეტი, ვიდრე გასულ წელს. Transparency International-ს მიაჩნია, რომ 2018 წელს მომხდარი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანას კარგი შანსი აქვს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებისთვის. ამასთან, სომხეთმა უკან მოიტოვა ჩინეთი, რომელსაც 40 ქულა აქვს.

ამ რეგიონში ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა თურქეთი, რომელმაც 39 ქულა მიიღო. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში, თურქეთმა 10 ქულა დაკარგა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

დასკვნები

Transparency International-ის აზრით, მთავარი პრობლემები რეგიონისთვის, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მიეკუთვნებიან:

• ინტერესთა კონფლიქტი

•  გაუმჭვირვალე დაფინანსება

• ძალაუფლების სუსტი გადანაწილება

გლობალურ მასშტაბში, ორგანიზაციის აზრით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ხდება სტაგნაცია და რეგრესიც კი. სირთულეების წყარო იგივე რჩება – ფულის გათეთრება და პოლიტიკური ძალაუფლება.

Transparency International-ის შეფასებით, თავის რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ლიდერი საქართველოა. სომხეთი ჩინეთს უსწრებს, აზერბაიჯანში უკეთაა საქმე, ვიდრე რუსეთში


ასევე წაიკითხეთ