მოქალაქეები, რომლებიც ყოველთვის დროულად იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, ითხოვენ განმარტებას, კომპანიის პასუხი კი ბუნდოვანია" />

ერევნის წყალმომარაგების სამსახური მოსახლეობას პრობლემებს უქმნის

მოქალაქეები, რომლებიც ყოველთვის დროულად იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს, ითხოვენ განმარტებას, კომპანიის პასუხი კი ბუნდოვანია

ერევნის მაცხოვრებლების ნაწილს, წყლის მიმწოდებელი კომპანიის «Веолия джур»-ის მტკიცებით, სასმელ წყალზე დავალიანება დაუგროვდა. ადამიანები, რომლებიც კომპანიის მიერ გაწეული სამსახურისთვის ყოველთვიურად იხდიდნენ, ვერ იგებენ, საიდან მოვიდა ეს ვალი. ამ გადაუხდელი დავალიანების ქვითრები მათ მხოლოდ ახლა, წინა თვის გადასახადების გადახდის დროს დაურიგდათ.

საფოსტო განყოფილების თამშრომლებმა, რომლებიც კომუნალურ გადასახადებს იხდიან, გამომცემა Lragir.am-ს აცნობეს, რომ დავალიანება თითქმის ყველა აბონენტს აქვს.

საფოსტო განყოფილებაში ცდილობენ ხალხს აუხსნან: დავალიანება დაგროვდა ყოფილი მომსახურე კომპანია «Ереван джур»-ის ანგარიშზე. 2017 წლიდან კი სასმელი წყლის მიმწოდებელი ოპერატორი გახდა «Веолия джур»-ი, რომელმაც «Ереван джур»-ი შეცვალა და რომელიც ვალის გადახდას ითხოვს.

ფოსტის თანამშრომლები აბონენტებს ურჩევენ არ იჩქარონ გადახდა, სანამ არ გაირკვევა, რა ანგარიშია ეს. მაგრამ კომპანია «Веолия джур»-ის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა მურად სარგსიანმა განაცხადა, რომ დავალიანება უნდა გადაიხადონ.

ამასთან, მან არ დააზუსტა, რა ელით აბონენტებს, რომლებიც მაინც არ გადაიხდიან.

მურად სარგსიანმა ვალის დაგროვება შემდეგნაირად ახსნა:

„«Веолия джур»-ი 2017 წლის 1 იანვრიდან მუშაობს, მანამდე კი იყო «Ереван Джур»-ი.

ის შედარებით დაბალ ტარიფად – 170 დრამად მუშაობდა, «Веолия джур»-ს კი უფრო მაღალი ტარიფი აქვს – 180 დრამი.

«Ереван Джур»-ის ინსპექტორებმა 2016 წლის 31 დეკემბერს ვერ მოახერხეს ყველა 350 ათასი მომხმარებლის ჩვენების დაფიქსირება, ისინი ჩვეულებრივ მივიდნენ აბონენტებთან, მაგრამ გამოთვლის დროს, ითვლიდნენ 2016 წლის ბოლო ვიზიტიდან 2017 წლის პირველ ვიზიტამდე პერიოდს. ამიტომ ჩვენ 2017 წელს შევქმენით კომპიუტერული პროგრამები, ყოველი მრიცხველიდან ავიღეთ ჩვენება, დავთვალეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ“.

ერევნის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გამოხატეს. აი, რამდენიმე ჩანაწერი ფეისბუქიდან:

„თუ ვინმემ «Веолия джур»-ის განმარტება გაიგო, კიდევ ერთხელ ახსნას. ისინი პირველად არ იქცევიან ასე, უკვე დავიღალეთ მათი ხრიკებით“

„არ გადავიხდით და მორჩა“

 „ეს ხალხის მორიგი რეკეტია, თავს უცოდველად გვაჩვენებენ, თითქოს არაფერია, თუმცა არალოგიკურ, უსაფუძვლო განმარტებებს გვაძლევენ. ეს არაკანონიერია, უბრალოდ თაღლითობაა, ასე რომ, პასუხისმგებელმა ორგანოებმა, განსაკუთრებით პროკურატურამ, უნდა ამ  დაიწყოს ამ გარემოების გამოძიება. ეს აშკარა ძარცვაა“

 „ეს დავალიანება 2017 წლიდანაა. როცა ვკითხულობდით, გვეუბნებოდნენ, ეს მხოლოდ თქვენ არ გაქვთ, მშვიდად იყავით, ვალს გავანულებთო. ახლა ჩანს, როგორ გაანულე.“

სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ინფორმირებული და დაცული მომხმარებლის“ თავმჯდომარემ ბაბკენ პიპოიანმა განაცხადა, რომ «Веолия джур»-ი ვალდებულია სახალხოდ მოიხადოს ბოდიში და აბონენტებს მკაფიოდ და გასაგებად აუხსნას, როგორ და რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა.

 „ყველაფრის მიუხედავად, მომხმარებელმა [მომსახურებისთვის]უნდა გადაიხადოს ერთხელ, მათ არ შეუძლიათ ორჯერ გადახდა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირების პროცესში ნაწილობრივი გადასვლისას შეიძლება თავი იჩინოს ტექნიკურმა პრობლემებმა, ისე უნდა მოგვარდეს საქმე, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს და ორჯერ არ გადაიხადოს“, მიაჩნია მომხმარებელთა უფლებების დამცველს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ