საუბარია რამდენიმე მილიარდი დრამის მიტაცებაზე" />

“გაზპრომ-სომხეთს” გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ

საუბარია რამდენიმე მილიარდი დრამის მიტაცებაზე

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა კომპანია „გაზპრომ-სომხეთში“ შემოწმება ჩაატარა და მსხვილი ფინანსური დარღვევები გამოავლინა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

რა დარღვევებია დაშვებული კომპანიის მიერ

კომპანიამ „გაზპრომი სომხეთი“, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემების თანახმად, „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ გადასახადები არ გადაიხადა. კერძოდ, 2016 და 2017 წლებში სტრუქტურამ საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ს თაობაზე არასწორი მონაცემები წარმოადგინა, რის შედეგადაც მან რამდენიმე მილიარდი დრამის ოდენობის გადასახადის თავიდან აცილება შეძლო.

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი გამოძიებას აგრძელებს, რათა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა განსაზღვროს.

• სომხეთი ირანული და თურქმენული ბუნებრივი აირის შესყიდვის შესაძლებლობებს ეძებს

სომხეთი – რუსეთი: ბუნებრივი აირით გამთბარი გრძნობები

კორუფციული რისკები

რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემაში კორუფციული სქემების შესაძლო არსებობის შესახებ ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმაც განაცხადა.

 „სომხეთის მოქალაქეები დღეს ვერ გრძნობენ, რომ რუსეთიდან იაფ ბუნებრივ აირს იღებენ. ამის მიზეზი შეიძლება არაეფექტური მმართველობა იყოს, მათ შორის – კორუფციული რისკები. ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლება გაგებით მოეკიდება იმას, თუკი ჩვენ ამ საკითხის შესწავლას დავიწყებთ“.

სომხეთის ხელისუფლება, უკვე რამდენიმე თვეა, ბუნებრივი აირის ტარიფების შემცირების საკითხს განიხილავს.

ამჟამად ათასი კუბომეტრი რუსული „ცისფერი საწვავი“ სომხეთისთვის საზღვარზე 150 დოლარი ღირს. თუმცა, საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელიც 10 ათას კუბომეტრზე მეტს არ გამოიყენებს, ტარიფი თითქმის ორჯერ უფრო მაღალია – 290 დოლარი.

რას წარმოადგენს „გაზპრომი სომხეთი“

„გაზპრომი სომხეთი“ რუსული ენერგოჰოლდინგის „გაზპრომის“ 100%-იან შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ის სომხეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მიწოდებასა და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

„გაზპრომი სომხეთი“ ტრადიციულად სომხეთში გადასახადების ერთ-ერთი მსხვილი  გადამხდელია. ამ წლის 9 თვის განმავლობაში კომპანიამ სახელმწიფო ხაზინას უკვე 30,3 მილიარდი დრამი(თითქმის 62,5 დოლარი) გადაუხადა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ