ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტს, შესაძლოა, უკვე დეკემბერში მოეწეროს ხელი" />

„კომერსანტი“: მზადდება რუსეთისა და ბელარუსის კონფედერაცია

ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტს, შესაძლოა, უკვე დეკემბერში მოეწეროს ხელი

ვლადიმერ პუტინი ალექსნადრე ლუკაშენკო საქნტ-პეტერბურგის შეხვედრაზე. თანაშემწეები ქოლგებით იცავენ წვიმისგან

ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის ეკონომიკური პროგრამა ფაქტობრივად კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, – ამის შესახებ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს. 

სექტემბრის დასაწყისში ამ პროგრამის პარაფირება მოახდინეს ორივე მთავრობის მეთაურებმა – ბელარუსიდან სერგეი რუმასმა და რუსეთიდან დმიტრი მედვედევმა. ამრიგად, ისინი ამ დოკუმენტზე უმნიშვნელო ცვლილებების შეტანის შესაძლებლობით შეთანხმდნენ.

საზოგადოებისთვის გასაცნობად, და მით უმეტეს სამსჯელოდ, ინტეგრაციის პროგრამა არ გაუტანიათ. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი ამ დოკუმენტის ხელმოწერას 8 დეკემბერს გეგმავენ.

• როგორ გაუმკლავდეს ევროპა შიდა პრობლემებს და როგორ მოექცეს რუსეთს?

• შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა ბელარუსის ანექსირება მოახდინოს?

 „კომერსანტის“ მონაცემებით, ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამა წელიწადნახევარზეა გათვლილი. ის 2021 წლიდან ორი ეკონომიკური სისტემის ნაწილობრივ გაერთიანებას ითვალისწინებს. თანაც, ეკონომიკური ინტეგრაცია ნაწილობრივ ევროკავშირის დონეზე იქნება, ხოლო რიგ ასპექტებში – კონფედერაციულ ან ფედერაციულ სახელმწიფოსაც კი უტოლდება. როგორც „კომერსანტი“ აღნიშნავს, ბელარუსის ეკონომიკას რუსეთის ეკონომიკა შთანთქავს. მით უმეტეს, რომ ის რუსეთისაზე 29-ჯერ მცირეა“.  

 REUTERS 

2021 წლის 1 აპრილამდე ერთიანი საგადასახადო კოდექსის მიღება იგეგმება. თუმცა, როდიდან ამოქმედდება ის, არ აზუსტებენ. 

ასევე, 2021 წლიდან საბაჟო ენერგოპოლიტიკა გაერთიანდება. ინტეგრაციის პროგრამაში პირდაპირ არის გათვალისწინებული „ბუნებრივი აირის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ელექტროენერგიის ბაზრის „ერთობლივი რეგულატორის“ შექმნა.

ერთიან ვალუტაზე დოკუმენტში არაფერია თქმული. თუმცა, იქ წინასწარ დათქმულია, რომ აუცილებელია  მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზაციის, სავალუტო კონტროლის უნიფიკაციის, საგადასახდო სისტემების გაერთიანებისა და ინვესტიციების ერთობლივი რეჟიმით დაცვის თაობაზე მოლაპარაკება. 

2019 წლის 1 ნოემბრამდე ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკის სამინისტროებმა დარგობრივი რეგულირების გაერთიანების „საგზაო რუკა“ უნდა შექმნან. 2021 წლისთვის  ასევე იგეგმება სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთხელმისაწვდომობის, საკუთრების აღწერის ერთიანი სისტემის შექმნა, და სამეურნეო კანონმდებლობის უნიფიცირება – ანუ, ალბათ  ერთიანი სამოქალაქო კოდექსი.

 „სამოქმედო პროგრამა“ სრულიად არ ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა თავდაცვა, სახელმწიფო უსაფრთხოება, სასამართლო, მართლწესრიგი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხები, განათლება, ჯანდაცვა, მეცნიერება, ასევე – უშუალოდ სახელმწიფო მმართველობა. 

 „აღსანიშნავია, რომ „სამოქმედო პროგრამიდან“  გამომდინარე, 2022 წლამდე მაინც, ორი ქვეყნის „ფაქტობრივ გაერთიანებაზე საუბარი, რომელიც შემდეგომ რუსეთისა და ბელარუსის ცენტრალური უფლებამოსილებით „ზესტრუქტურად“ გადაიქცევა, უსაფუძვლოა – დოკუმენტში მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ არის ნათქვამი“, – აღნიშნავს „კომერსანტი“.


ასევე წაიკითხეთ