გრიგორი ოხოტინი: ძალადობისთვის ჯიუტი წინააღმდეგობის გაწევა და ინფორმაციის გავრცელება გაიმარჯვებს " />

კომენტარი: მოსკოვში პროტესტი მატულობს – მოიმატებს რეპრესიებიც

გრიგორი ოხოტინი: ძალადობისთვის ჯიუტი წინააღმდეგობის გაწევა და ინფორმაციის გავრცელება გაიმარჯვებს

17 აგვისტოს მოსკოვში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპია.

ამჯერად ორი აქციაა, და ორივე მათგანი  ქალაქის პარლამენტში (მოსკოვის საქალაქო დუმაში) არჩევნებზე  დამოუკიდებელი კანდიდატების არდაშვებასთან არის კავშირში. თუმცა, მათ შორის დიდი განსხვავებაა.

ხელისუფლებამ კომუნისტურ პარტიას მიტინგის ჩატარების ნება დართო. მაგრამ ნებართვა არ გასცა იმ განაცხადზე, რომელიც ოპოზიციამ და რამდენიმე მუნიციპალურმა დეპუტატმა გააგზავნა. ამიტომ, მეორე აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში მასობრივ პიკეტებს აამოქმედებენ.

კომუნისტური პარტიის მიტინგის მონაწილეები მოსკოვში. 17 აგვისტო, 2019. REUTERS/ევგენია ნოვოჟენინა

პროტესტები ერთ თვეზე მეტი ხნის წინათ დაიწყო, და მათში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს. ამ მომენტისთვის 10 აგვისტოს ყველაზე მასობრივი აქცია ჩატარდა, რომელმაც 60 ათასზე მეტ ადამიანს მოუყარა თავი. საპროტესტო აქციებზე  მთლიანობაში ორ ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბევრი ადამიანი ნაცემია. 15 ადამიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მათ, „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ მუხლით, თავისუფლების 8 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ“.

დამოუკიდებელი რუსული პროექტი „ОВД-инфо“ ოპერატიულ ინფორმაციას აგროვებს და დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას უწევს. მისი ხელმძღვანელი გრიგორი ოხოტინი გამოცემა Republic-ს  იმის შესახებ ესაუბრა, დადგა თუ არა რუსეთში ახალი 1937 წელი [საბჭოთა კავშირიში სტალინური ეპოქის განსაკუთრებით მასობრივი დაჭერებისა და დახვრეტების წელიწადი – JAMnews] და თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთის საზოგადოებას რეპრესიების ტალღის მიმართ.

—————————————–

„ჩემი აზრით, „1937 წლის“ ან „ჩრდილო კორეის“ შეგრძნება არასწორია. რუსეთში რეპრესიების დონე – ჩვეულია, ბოლო წლებისთვის ნორმალური.

ის, რაც შეიცვალა – ესაა პროტესტის სტრუქტურა, საზოგადოებრივი მობილიზაციის მასშტაბები და ჟურნალისტების ყურადღება. ამიტომაც, ეს რეპრესიები სულ სხვაგვარ ელფერსა და აზრს იძენს.

ახლა ჩვენ იმდენი ადამიანი გვეხმარება ფულით, მხოლოდ 2019 წლის ივლისში 8 მილიონი რუბლი [დაახლოებით $120 ათასი] შევაგროვეთ. ეს ჩენთვისაც ძალიან ბევრია, და საერთოდ, რუსეთში კრაუდფანდინგური პროექტებისთვისაც: ეს ხომ დაახლოებით 8, 5 ათასი შემომწირველია.

ჩვენთან ბევრი მოხალისე და იურისტი მოდის. ახლა ეს არის 100-150 ადამიანი მოსკოვში, ხოლო დამხმარეთა საერთო რაოდენობა ასეულებს უტოლდება. საერთოდ, ჩვენი მოხალისეები წარმოადგენენ კიდეც „ОВД-ინფოს“. მათ გარეშე, ყველა ჩვენგანი დაღლილობისგან დიდი ხნის წინ ფიზიკურად დიხოცებოდა, დაკავებულები კი ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებდნენ.

ჩვენს ინფორმაციას ახლა იმდენჯერ კითხულობენ, ალაიკებენ და აზიარებენ – ეს ცა და დედამიწაა 2017 წელთან შედარებითაც კი, როდესაც მხარდაჭერა უკვე დიდ იყო.

საერთოდ, რუსეთში დღეს უკვე სულ სხვა დონეა.

საპროტესტო აქციაზე 10 აგვისტოს, 2019. REUTERS/ მაქსიმ შემეტოვი

უახლოეს წარსულთან შედარებითაც კი, კიდევ ერთი დიდი განსხვავება ის არის, რომ აქტივისტებისა და რიგითი მოქალქეებისთვის სრულიად სულ ერთი გახდა, აქცია შეთანხმებული თუ არა. ასე იყო გოლუნოვის [გამომძიებელი-ჟურნალისტი, რომელსაც პოლიციელებმა ნარკოტიკები ჩაუდეს – JAMnews] საქმეზე გამართული პროტესტის დროს.

რუსი ჟურნალისტი გოლუნოვი, ჩადებული ნარკოტიკები და რუსული საზოგადოების გამარჯვება

საზოგადოებაში იმის სრული გათვითცნობიერება, რომ შეთანხმება [საპროტესტო აქციის] მნიშვნელოვანი არ არის – მხოლოდ ახლა მოხდა. შეუთანხმებელ აქციებზე გამოსვლისთვის მზად მყოფი ადამიანების ასეთი რაოდენობა არასდროს ყოფილა.

საკუთრივ საპროტესტო აქტიურობის გარდა, ვხედავთ ასევე ძალადობის მიუღებლობას – ანუ მათ მიმართ მხარდაჭერის ზრდას, ვისზეც ზეწოლას ახდენენ.

რუსეთში 18-წლის ანა პავლიკოვა მაკდონალდსში საუბრისთვის ციხეში ჩაჯდება

გაიხსენეთ რეპერების (რომლებმაც ახლა მოსკოვის პროტესტს მხარი დაუჭირეს)კონცერტების აკრძალვის ისტორია. იქ იყო დაკავებები, კლუბებში ყველას სახით მიწაზე აწვენდნენ. ძალიან კარგად მოხდა ყველას ორგანიზება – და მთელი ამ რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ უზარმაზარი კონცერტი გამართეს.

ესეც საზოგადოების ახალ მოთხოვნებზე გადასვლის ერთ-ერთი ეტაპია.

იყო ასეთი დამოკიდებულება: „კარგი, გვცემენ – მაგრამ გავიქცევით“. ახლა კი ეს უკვე იმის ღია მანიფესტაციაა, რომ ნუ გვცემთ, ნუ აგვკრძალავთ, ნუ დაგვიჭერთ. ანუ , არამხოლოდ  ეს მოთხოვნაა – „დაუშვი“ [არჩევნებზე], არამედ „გაუშვი“ [დაკავებულები].

როგორია დასკვნები?

დიდხანს ვცდილობდი მიმეგნო რაიმე გონივრულისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ სრულდება რეპრესიები. რაიმე სანდო კვლევა ვერ აღმოვაჩინე, ხოლო რაც ვიპოვე, ასე ჟღერს: რეპრესიები სერიოზულ დემოკრატიზაციამდე არ სრულდება. სიმართლეს  ჰგავს“.

საპროტესტო აქციაზე 10 აგვისტოს, 2019. REUTERS/ მაქსიმ შემეტოვი


ასევე წაიკითხეთ