აფეთქდა ბუნებრივი აირის ბალონი, რომელსაც სამზარეულოში იყენებდნენ" />

კაფეში მომხდარი აფეთქების გამო ბაქოშო ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია

აფეთქდა ბუნებრივი აირის ბალონი, რომელსაც სამზარეულოში იყენებდნენ

აფეთქება დღეს, დაახლოებით დღის ოთხ საათზე ბაქოს ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონში – ბინაგადიში მოხდა. როგორც სააგენტო АПА -ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცნობეს, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, კაფეში ბალონი აფეთქდა და ხანძარი გაჩნდა.

ამგვარ ბალონებს ბაქოს გარეუბნების კაფეებში ხშირად იყენებენ ბუნებრივი აირით მომარაგებაში შეფერხებების გამო, ან როდესაც კაფეში გაზსადენი გაყვანილი არ არის, – უთხრეს სააგენტო Trend-ს საწარმო Azeriqaz-ში (საწარმო, რომელიც აზერბაიჯანში ბუნებრივი აირით მომარაგებაზეა პასუხისმგებელი).

კაფე ხითა და ქვით ნაგებ პატარა შენობაში მდებარეობდა. მისი ყველა აალებადი ნაწილი დაიწვა.

აფეთქების დროს დაღუპული ქალი და მამაკაცი კაფეს თანამშრომლები იყვნენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი რესპუბლიკის დამწვრობის ცენტრში წევს.


ასევე წაიკითხეთ