მადრიდი კანონიერების აღდგენის პირობას დებს " />

კატალონიის პარლამენტმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა

მადრიდი კანონიერების აღდგენის პირობას დებს

REUTERS/Enrique Calvo

კატალონიის პარლამენტმა პარასკევს ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა, და ამით პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა, – იუწყება CNN.

ეს მოხდა რამდენიმე კვირის შემდეგ იმ სადავო რეფერენდუმიდან, რომელიც  პირველ ოქტომბერს გაიმართა და იმ დღეს, როდესაც ესპანეთის სენატმა ავტონომიურ რეგიონზე კონტროლის დაწესების უპრეცედენტო ზომებს მისცა ხმა. მოსალოდნელია, რომ უქმე დღებბში ესპანეთის მთავრობა კატალონიის პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობის გადაყენების ზომებს მიიღებს, და პირდაპირ მმართველობას დააწესებს.

REUTERS/Albert Gea

კატალონიის პარლამენტშიკატალონიის სუვერენული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის  თაობაზე  გამართული ფარული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 70 მომხრე, 10 –წინააღმდეგი, ორმა თავი შეიკავა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრის წინ დარბაზი დატოვეს.

ამ მოვლენიდან რამდენიმე წუთში ესპანეთის პრემიერმინისტრმა რახოიმ თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა: „ყველა ესპანელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ