2025 წლისთვის სპეციალისტებზე მოთხოვნა 30 ათას ადამიანს მიაღწევს" />

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კარიერის გასაკეთებლად ერევანი ქალაქების ტოპ-ათეულში შევიდა

2025 წლისთვის სპეციალისტებზე მოთხოვნა 30 ათას ადამიანს მიაღწევს

ერევანი პროგრამისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქალაქს წარმოადგენს. ტექნოლოგიებთან დაკავშირებულმა ავტორიტეტულმა ვებგვერდმა  „Enterprisetimes“ იმ 10 ქალაქის სია შეადგინა, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე უკეთ შეიძლება კარიერის გაკეთება.

რატომ ერევანი?

მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წლისთვის სომხეთში პროგრამისტებზე მოთხოვნა სამჯერ გაიზრდება და 30 ათას ადამიანს მიაღწევს. ბოლო წლებში სომხეთის IT-სფეროში ყოველწლიურად 20-ზე მეტ პროცენტიანი ზრდა აღინიშნება, და ჯერჯერობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროგრესი გრძელდება.

„Enterprise times“-ის რეიტინგის ავტორი მოუწოდებს ყველა იმ პროგრამისტს, ვისაც სხვა ქალაქში გადასვლა სურს, რომ განიხილონ  ასევე ერევანი. ქალაქის მთავარი უპიტარესობები, გარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დინამიკური განვითარებისა,  ცხოვრების სიიაფე და დანაშაულის დაბალი დონეა.

კიდევ რომელი ქალაქები მოხვდა ამ სიაში?

ერევნის გარდა, პროგრამისტებისთვის საუკეთესო ქალაქებად მიიჩნიეს სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ოსტინი, სინგაპური, მელბურნი, ლონდონი, სტოკჰოლმი, ბანგალორი და ტორონტო.

მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა ყველა ამ ქალაქში თავისი ოფისები განათავსეს. კომპანიების რაოდენობა იზრდება, და პარალელურად მატულობს პროგრამისტების საჭიროებაც.

რას წარმოადგენს სომხეთის  IT-სფერო?

საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო, უკვე მრავალი წელია, ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროს წარმოადგენს. ქვეყანაში საკუთარი წარმომადგენლობები გახსნეს მსოფლიოს მსხვილმა ბრენდება, მათ შორისაა –  EPAM, Optim, Microsoft, IBM, VMware. ზოგიერთმა სომხურმა კომპანიამ კი საერთაშორისო არენაზე მიაღწია წარმატებას – მათ რიცხვშია: PicsArt , Sololearn, ZeroApp.

ძირითადი პრობლემა

უკვე მარავალი წელია, სომხეთის IT-კომპანიების ხელმძღვანელები  სპეციალისტების ნაკლებობის საკითხის გადაჭრას ცდილობენ. უნივერსიტეტები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. პრობლემას ნაწილობრივ  კერძო სკოლები წყვეტენ, თუმცა პროგრამისტების ნაკლებობა მაინც არსებობს.

ამ სფეროში სპეციალისტების ნაკლებობამ ხელფასების მკვეთრი ზრდაც კი გამოიწვია. სომეხი პროგრამისტები დაახლოებით იმდენივე ხელფასს იღებენ, რასაც მათი რუსი ან უკრაინელი კოლეგები. და ამ სიტუაციაში სომხეთის ბაზარმა, შესაძლოა, გარე მომხმარებლისთვის მიმზიდველობა დაკარგოს, რადგან იაფი აღარ იქნება. პლუსად მხოლოდ მათი მუშაობის ხარისხი რჩება.


ასევე წაიკითხეთ