დაპატიმრებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები" />

კავკასიური წარმოშობის პირთა მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში

დაპატიმრებულია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

თურქეთში კავკასიური წარმოშობის პირთა მასობრივი დაკავებები დაიწყო.

დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემებით, თურქეთის რამდენიმე ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში ჩრდილოეთი კავკასიის  21 მცხოვრებია დაკავებული, მათ შორის – ქალები და ბავშვები. დღეისთვის ბოლო დაკავება 28 ოქტომბერს სტამბულში მოხდა. დაკავებულებს შორის არის ჟურნალისტი, რელიგიური მოღვაწე, სპორტსმენები. დაკავებები ძირითადად ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ინგუშეთის მაცხოვრებლებს შეეხოთ– იუწყება „კავკაზსკი უზელი“.

დაკავებების საბაბი გახდა თურქი ძალოვანების ეჭვი ჩრდილო კავკასიელთა და მათი ოჯახების წევრთა ტერორისტულ საქმიანობასა და იმ პირებთან კავშირის თაობაზე, რომლებიც აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდებიან.     

ჩრდილო-კავკასიური დიასპორის წარმომადგენლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს თურქეთის ხელისუფლებისადმი მიმართვით, რომელშიც ისინი ემიგრანტების დევნის შეწყვეტასა და იმ დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყნის სადეპორტაციო ცენტრებში იმყოფებიან.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ