რა მოხდა 1993 წლის 4 ოქტომბერს და რას ამბობენ ამის შესახებ დღეს რუსები?" />

ისტორია ფოტოებით: 25 წლის წინ რუსეთის პარლამენტს ტანკებიდან ესროლეს

რა მოხდა 1993 წლის 4 ოქტომბერს და რას ამბობენ ამის შესახებ დღეს რუსები?

3-4 ოქტომბერს მოსკოვში დაიწყო მოვლენები, რომლებსაც ბევრი მიიჩნევს თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველა ნეგატიური პროცესის დასაწყისად.

რა მოხდა

1993 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის არმიის ჯარები მჭიდროდ მიუახლოვდნენ მოსკოვში მდებარე შენობას, სადაც ქვეყნის პარლამენტი იყო და მისი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, შემდეგ კი შეტევა დაიწყო.

  ელცინი მიტინგზე მოსკოვში.28 მარტი. 1993 REUTERS

ამას წინ უძღოდა ის მოვლენები, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი არსს ბორის ელცინისა და რუსეთის პარლამენტის წინააღმდეგ დაპირისპირება წარმოადგენდა.

პრეზიდენტიცა და პარლამენტიც არჩეული იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რომელმაც ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე შეწყვიტა არსებობა. შესაბამისად, კონსტიტუციაც ძველი, საბჭოთა იყო. მასში პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებები გამიჯნული არ იყო.

ამ მდგომარეობის შედეგი იყო კონფლიქტი ერთი მხრივ პრეზიდენტ ელცინსა და პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვსა, და მასთან მიკედლებულ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ რუცკის შორის

 

ამ დაპირისპირების აპოთეოზი გახდა 4 ოქტომბერს ღამით განვითარებული მოვლენები, როდესაც ხაზბულატოვისა და რუცკის შეიარაღებულმა მომხრეებმა მოსკოვის მერია დაიკავეს და ტელეცენტრ ოსტანკინოს შენობაზე შეტევის მიტანას ცდილობდნენ.

საპასუხოდ, პარლამენტის შენობის მისამართით ცეცხლის გახსნა და შეტევა განხორციელდა, რის შემდეგაც აჯანყებული ლიდერები დანებდნენ. ყველა მათგანი გასამართლდა, თუმცა მალევე მათი ამნისტირება მოხდა.

სპეცრაზმი იმ ქვებისგან იცავს თავს, რომელსაც ბორის ელცინის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები ისვრიან. მოსკოვის ცენტრი . 2 ოქტომბერი, 1993 წელი. REUTERS/ Tom Szlukovenyi

საერთო ჯამში, ამ კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვი 170 ადამიანზე მეტს ითვლის, ზუსტი რიცხვი უცნობია.

1993 წლის  ოქტომბრის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში რუსეთში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიამ გაიმარჯვა.

 ტანკები ტოვებენ  მოედანს თეთრი სახლი წინ მოსკოვში .  5 ოქტომბერი, 1993 წელი. REUTERS/ვიქტორ კოროტაევი 

რა დამოკიდებულება აქვთ რუსებს 25 წლის წინანდელი მოვლენებისადმი

25 წლის შემდეგ, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, 30 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის 1993 წელი რუსეთის ისტორიის ისეთივე ეპიზოდად გამოიყურება, როგორც ნებისმიერი სხვა. სოციოლოგები ამას იმით განმარტავენ, რომ პარლამენტარიზმის ფასეულობები და ძალაუფლების დაყოფა რუსების ცნობიერებაში ჯერ მყარად არ არის დამკვიდრებული.

უფროსი თაობის ადამიანები სოციოლოგების მიერ შეთავაზებული შეფასებების ვარიანტებიდან ყველაზე ხშირად ირჩევენ – „სამოქალაქო ომის აფეთქება“. მათი რიცხვი, ვინც იმ კონფლიქტში პრეზიდენტ ელცინის ან მისი ოპონენტების ქმედებებს ამართლებს, დაახლოებით ასეთი შეფარდებით იყოფა 60/40-ზე.  

 კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთა  დემონსტრაციაზე მოსკოვის ცენტრში. 3 ოქტომბერი 2000 წელი. Reuters

აი, როგორ აფასებს იმ მოვლენებს წამყვანი რუსი ისტორიკოსი და სოციოლოგი იგორ კლიამკინი:

„სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთში ახალი სახელმწიფოს დაფუძნება არ მოხდა, არამედ შენარჩუნდა გვიანდელ საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული ინსტიტუტები; ანუ – უკვე გამქრალ სახელმწიფოში. პოლიტიკოსებიც და საზოგადოების განათლებული ნაწილიც, დანარჩენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამას როგორც ჩვეულებრივ მოვლენას, ისე იღებდნენ, ამ სიტუაციაში ბუნებრივი დამფუძნებელი კრების მოწვევის საკითხი არც იდგა, და არც განიხილებოდა. მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებში ისევ კანონგარეშე თვითშეგნება იყო გამეფებული, რომელიც ქვეყანას მისი განვითარების მარშრუტს სთავაზობდა”.


ასევე წაიკითხეთ