ლავრენტი ბერიას სისასტიკის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი, ამასთან დაკავშირებით ტომობით დოკუმენტები არსებობს. ეს ფოტოსურათები და ისტორია - აფხაზეთიდანაა " />

ისტორია ბერიას შესახებ

ლავრენტი ბერიას სისასტიკის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი, ამასთან დაკავშირებით ტომობით დოკუმენტები არსებობს. ეს ფოტოსურათები და ისტორია - აფხაზეთიდანაა

Image is not available
Image is not available
ისტორია ბერიას შესახებ
Slider
Image is not available
Image is not available
Slider
სსრკ-ის მეორე კაცის, ლავრენტი ბერიას სისასტიკის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი. ტომობით დოკუმენტები არსებობს, სადაც საუბარია მისი სიმხეცის შესახებ. ეს ისტორია აფხაზეთიდანაა, რომელთანაც ბერიას ცხოვრების მრავალი წელი აკავშირებდა: აქ იყო მისი აგარაკი, სადაც ის ხშირად ატარებდა დროს. აფხაზეთში ცხოვრობდა მისი დედაც, მართა ჯაყელი.
აგარაკი ამჟამად ტურბაზის რაიონის ტერიტორიაზეა, სანატორიუმ „აიტარის“ გვერდით. დღეს ის ასე გამოიყურება. დაცულია, მაგრამ მიტოვებული.
Image is not available
Image is not available
Slider
Image is not available
Image is not available
Slider
არასრული მონაცემებით, 1937 წლის ივლისიდან 1938 წლის ნოემბრამდე აფხაზეთში რეპრესიაში მოყვა 2 186 ადამიანი. დახვრიტეს - 748, ციხეში უგზო-უკვლოდ დაიკარგა - 377, ბევრმა საკუთარი აღსასრული „საბჭოთა ლაგერებში“ ჰპოვა, - ნათქვამია სტანისლავ ლაკობას წიგნში „დიდი ტერორი აფხაზეთში“.
„გაუგონარ პოლიტიკურ დევნას დაექვემდებარა აფხაზეთის გლეხობის საუკეთესო ნაწილი... განადგურდა პრაქტიკულად მთელი ინტელიგენცია, მრავალეროვნული აფხაზეთის ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები“.
და ხალხი მრავალ საშინელ ისტორიას სწორედ ამ აგარაკს უკავშირებს.
Image is not available
Image is not available
Slider
Image is not available
Image is not available
Slider
ადგილობრივი მცხოვრები კონსტანტინ შურდულავა JAMnews-ს ასეთ ისტორიას მოუყვა: „ბიძაჩემი არნახული ძალით გამოირჩეოდა. ის, მაგალითად, ასეთ რამეს აკეთებდა: ცხენს მაღლა სწევდა, მხრებზე შემოიდებდა ხოლმე და ასე მიჰყავდა სახლამდე. ამის შესახებ ბერიამ შეიტყო. მან თავისი თანაშემწეები გაგზავნა მასთან წინადადებით, რომ დაეკავებინა ღირსეული ადგილი მის დაცვაში. ბიძაჩემმა უარი უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ, მის სახლში ისევ გამოჩნდნენ ბერიას კაცები. მას რამდენიმე წუთი მისცეს ჩასალაგებლად, რის შემდეგაც მათ მანქანაში ჩაჯდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს“.
კონსტანტინ შურდულავა პირადად იცნობს ამ აგარაკს. ის 20 წლის იყო, როდესაც შსს-ში მიიღეს სამუშაოდ და იქ დაცვაში გაამწესეს. ეს 1952 წელს მოხდა, ბერიას დახვრეტამდე ერთი წლით ადრე.

„ჩვენ მასთან არ გვიშვებდნენ, უბრალოდ, სიმრავლის გამოსაჩენად ვიყავით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბერია, ალბათ, სამჯერ ვნახე. ამბობდნენ, რომ თუკი მას შეხედავდი და ის შენს მზერას დაიჭერდა - მორჩა, ვეღარავინ გიპოვიდა. ჩვენ მისი დაცვის წევრებიდან არავისთან გვქონდა ურთიერთობა. ისე ვიქცეოდით, თითქოს არაფერი ხდებოდა და არაფერი ვიცოდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით და ყველაფერს ვხვდებოდით. თუმცა, გამომეტყველება ბრიყვული უნდა გქონოდა, მაშინ შენ არაფერი შეგემთხვეოდა“.
Image is not available
Image is not available
Slider
Image is not available
Image is not available
Slider
კონსტანტინ შურდულავა ამბობს, რომ ამ აგარაკის კართან ისევ და ისევ იდგნენ დაკარგული გოგონების მშობლები. მეზობლები ხედავდნენ, როგორ ტენიდნენ მათ მანქანებში და მიჰყავდათ ბერიასთან. მშობლები ტიროდნენ და ქალიშვილების დაბრუნებას ითხოვდნენ: „ისინი შიგნით შეშვებას ითხოვდნენ, მაგრამ ჩვენ რისი გაკეთება შეგვეძლო? ბრძანება გვქონდა, რომ არავინ შეგვეშვა. ეს გოგონები შემდეგ იკარგებოდნენ. ისინი არავის უნახავს“, - იხსენებს შურდულავა.
ხმები დადიოდა, რომ საცოდავ ქალებს კლავდნენ და გარკვეული დროით სახელმწიფო აგარაკის სარდაფში ტოვებდნენ. რის გამოც, ისევ და ისევ, გავრცელებული ხმების მიხედვით, შენობაში მკვდრების სუნი იდგა.
Image is not available
Image is not available
Slider
Image is not available
Image is not available
Slider
იმ პერიოდში კონსტანტინ შურდულავამ ბერიას დედა გაიცნო. მართა ჯაყელი, მთელი თავისი ცხოვრება, სიკვდილამდე, სოფელ მერხეულში ცხოვრობდა. მასთან ხშირად ჩადიოდა ლავრენტი ბერია, ის კი ხშირად სტუმრობდა მას აგარაკზე. შურდულავა იქ რამდენჯერმე იყო დაცვაში და ახსოვს მდიდრული სუფრები, სიმღერები მეგრულ ენაზე, ცეკვები. „ის კეთილი ადამიანი იყო. სუფრის შემდეგ, როდესაც ყველა მიდიოდა - ის ჩვენთან გამოდიოდა და საჭმელი გამოჰქონდა. ყველაფერი, რაც სუფრაზე იყო - ხორცი, ხაჭაპური. ის მეზობლებს უყვარდათ. გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მისი შვილი ასეთი გაზრდილიყო“.
Image is not available
Image is not available
Slider

 

previous arrow
previous arrow
next arrow
next arrow
PlayPause
Slider

 

Image is not available
Image is not available
Slider

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ