მასშტაბური საერთაშორისო სკანდალი გრძელდება. ირანმა პირველი დაკავებულების შესახებ განაცხადა " />

ირანი: პირველი დაკავებები თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე და პასუხგაუცემელი კითხვები

მასშტაბური საერთაშორისო სკანდალი გრძელდება. ირანმა პირველი დაკავებულების შესახებ განაცხადა

Reuters-ის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ თეირანში ჩამოგდებული უკრაინის საერთაშორისი ავიახაზების კუთვნილი ბოინგის საქმეზე, რომლის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა, პირველი დაკავებულების შესახებ განაცხადა.

ირანის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ტრაგედიაში მონაწილე რამდენიმე ადამიანი. დაკავებულთა რაოდენობისა და მათთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ არაფერი თქმულა.

მანამდე, ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, შემთხვევით ჩამოაგდეს ირანელმა მებრძოლებმა, რომლებსაც ის ამერიკული რაკეტა ეგონათ.

საერთაშორისო მედია, კერძოდ, სააგენტო Bloomberg ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ დრომდე პასუხგაუცემელია მნიშვნელოვანი კითხვები, რომელსაც მომხდარზე ნათელის მოფენა შეეძლო.

მათ შორის:

• რატომ განაგრძო თეირანის აეროპორტმა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა იმ ღამით, როდესაც ირანმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებს და, შესაბამისად, შესაძლოა, საპასუხო თავდასხმას დალოდებოდა?

• როგორ შეიძლება უკრაინული თვითმფრინავი რაკეტაში შეშლოდათ, თუკი ის ჩვეულებრივ ასაფრენ კურსს მიჰყვებოდა, კავშირზე იყო დისპეტჩერებთან და სრულიად სხვანაირად მოქმედებდა, ვიდრე რაკეტა?

• ვინ გასცა თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება?

ირანმა თავი დამნაშავედ სცნო უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდებაში

ახლო აღმოსავლეთში ომი გადაიდო

სააგენტო აღნიშნავს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“, რომლითაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, არ ფლობს ავტომატურ სისტემებს, რომელსაც სამოქალაქო თვითმფრინავის სამხედრო სამიზნისგან გარჩევა შეუძლია, ამიტომ, გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ უნდა მიეღო საჰაერო-თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას, რომელსაც აქვს წვდომა სამოქალაქო თვითმფრინავების მოძრაობაზე, აღნიშნავენ ექსპერტები.

სამხედროები, რომლებიც „ტორს“ მართავდნენ, უნდა დალოდებოდნენ მაღალჩინოსანი ხელმძღვანელების ბრძანებას.

თუმცა, ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ტორის“ ოპერატორებმა მინიმალური დროის პირობებში, ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების გარეშე იმოქმედეს.

Ontario, Canada. REUTERS/Carlos Osorio


ასევე წაიკითხეთ