თუმცა, საამისოდ ჯერ არც სახელმძღვანელოები არსებობს, და არც - მასწავლებლები " />

ირანელმა აზერბაიჯანელებმა სკოლებში მშობლიური ენის სწავლებას მიაღწიეს

თუმცა, საამისოდ ჯერ არც სახელმძღვანელოები არსებობს, და არც - მასწავლებლები

ფოტო: Gabriela Baczynska, Reuters

ახალი სასწავლო წლიდან ზოგიერთ სკოლაში ირანის ჩრდილოეთით, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, აზერბაიჯანული ენის სწავლებას დაიწყებენ. ამის შესახებ Radio Azadliqсо ირანის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ჰყვება.

• აზერბაიჯანელები საქართველოში: რატომ არის მათთვის რთული კარგი განათლებისა და პერსპექტიული სამსახურის მიღება

• ეროვნული უმცირესობების პრობლემები სომხეთში

ირანელი აზერბაიჯანელები ამის მიღწევას, მრავალი ათეული წელია, ცდილობენ.  მართალია, ჯერჯერობით ვერავინ ხვდება, თუ სასწრაფოდ საიდან უნდა მოიყვანონ მასწავლებლები და გაჩნდეს სახელმძღვანელოები.

აზერბაიჯანელები ირანში

აზერბაიჯანული ეთნოსის ძირითადი ნაწილი ირანში ცხოვრობს. ისინი იქ, სულ ცოტა, 15 მილიონ ადამიანს (საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა – 10 მილიონია) შეადგენენ.

ეს ირანში ყველაზე დიდი ეროვნული უმცირესობააარანაკლებ 16 პროცენტისა. 

ასე იმის გამო მოხდა, რომ  19-ე საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ და ირანმა ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება დადეს, და  გაიყვეს ტერიტორია, სადაც აზერბაიჯანელი თურქები ცხოვრობდნენ.

ირანელი აზერბაიჯანელები, უკვე დიდი ხანია, ქვეყნის ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ შემოიღონ აზერბაიჯანულ ენაზე განათლება, ან თუნდაც ამ ენის სკოლებში სწავლება. ირანში აზერბაიჯანული ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბევრი მებრძოლი პატიმრობასა და გადასახლებაში იმყოფებოდა.

კვირაში ორი საათი

სკოლის მოსწავლეები აზერბაიჯანულ ენას კვირაში ორ საათს ისწავლიან. ჯერჯერობით ეს საპილოტო პროექტია, რომლისთვისაც ირანის განათლების სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ამზადებს.

თავად ირანელ აზერბაიჯანელებს ეს სიახლე, მართალია, ახარებთ, თუმცა ამის ჯერჯერობით დიდად არ სჯერათ. ეჭვები დიდწილად იმას უკავშირდება, რომ ირანში აზერბაიჯანული ენის არც სახელმძღვანელოებია, და არც მასწავლებლები არიან, ვისაც მისი სწავლება შეუძლია.

ოფიციალური აზერბაიჯანულ-ირანული ურთიერთობები

აზერბაიჯანი და ირანი თავიანთ ურთიერთობას ოფიციალურად მეგობრულს უწოდებენ.

მაგრამ აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები ირანთან არც ისე ძლიერია, როგორც, მაგალითად, თურქეთთან.

გარდა ამისა, ირანისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების პოლიტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საპირისპიროა – მაგალითად, ირანის მჭიდრო ურთიერთობა და მყარი კავშირები სომხეთთან, აზერბაიჯანის კი – ისრაელთან, რომელთანაც ირანს ცუდი ურთიერთობა აქვს.

გარდა ამისა აზერბაიჯანი – ეროვნული სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლება მკაცრად ახშობს რადიკალური ისლამის თაობაზე ნებისმიერ მინიშნებებს, ირანი კი – ისლამური რესპუბლიკაა, სადაც რელიგია და სახელმწიფო ერთიანია. ამავე მიზეზით, აზერბაიჯანელები ირანში ეროვნულ უმცირესობად ოფიციალურად არ მიიჩნევიან (მაგალითად, სომხებისგან განსხვავებით). საქმე ისაა, რომ ირანში უმცირესობის განსაზღვრა მიღებულია რელიგიური, და არა ეროვნული ნიშნით, აზერბაიჯანელები კი – ასევე მუსლიმი შიიტები არიან.

რატომ ასე უცებ?

აზერბაიჯანში ბევრი გააკვირვა იმან, თუ რატომ „დანებდა“ უცებ აზერბაიჯანის ხელისუფლება.

ამ კითხვაზე ყველაზე აშკარა პასუხი ალბათ ის იქნება, რომ აზერბაიჯანული ენის სასწავლო პროგრამაში შეტანის პირობა ირანის ახლანდელმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებულად გახარება და ამ სიახლის მნიშვნელოვნების გაზვიადება არ ღირს.

 „ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ირანის ხელისუფლება ახლა საკუთარ პროპაგანდას  სკოლებშიც, და თან ჩვენს ენაზე გაწევს. ალბათ სხვა არავითარი ცვლილება არ იქნება“, – ვარაუდობს ჟურნალისტი


ასევე წაიკითხეთ