ახალი მოძრაობა არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს " />

ირაკლი ოქრუაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო” დააფუძნა

ახალი მოძრაობა არსებულ ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის მხარდამჭერების მობილიზებას იწყებს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი ოპოზიციური მოძრაობაგამარჯვებული საქართველოსპრეზენტაცია გამართა

ოქრუაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობაეროვნული ფორუმისყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კოტე კემულარიამ და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვალერი გელბახიანმა წარადგინეს.

ახალი ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან ასევე სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი და კომიკოსი ნიკა რამიშვილი.

როგორც ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ახალი მოძრაობა მთელ საქართველოში მხარდამჭერთა მობილიზებას იწყებს და ოქტომბერში დიდ ყრილობას გამართავს.

ეს არ არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთქართული ოცნებისნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა”,  – განაცხადა ოქრუაშვილმა.

გუბაზ სანიკიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალი მოძრაობა ქვეყანას ახალ, ალტერნატიულ გზას სთავაზობს.    

„ დღეს საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას. ერთი გზა, რომელსაც გვთავაზობს ხელისულება და მისი თავი კაცი, მიემართება ბნელ საკუჭნაოში, სადაც ბატონობს უმეცრება, უიმედობა, სიცრუე, სულმოკლეობა, სიძულვილი, დასმენა, სადაც საერთო ეროვნული ინტერესი ჩანაცვლებულია პირადი კერძო ინტერესით….სადაც სახელწიფო იმართება ერთი ადამიანს სურვილით და არა კანონით,” – განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, ახალი მოძრაობა ქვეყანას “მეორე გზას” სთავაზობს, სადაც გაგრძელდება რეფორმები და ქვეყანას  განვითარების პერსპექტივა ექნება.

როგორც თავის მხრივ კოტე კემულარიამ აღნიშნა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ”დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე” ემუქრება. მისი თქმით, “ხელისუფლებაში ოლიგარქების დრო წავიდა”, რასაც უკრაინის მაგალითიც ადასტურებს.  

რობაქიძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ

ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციის დაწყებამდე “შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც ის იმართებოდა, 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მივიდა და ახალი ორგანიზაციის დაარსება გააპროტესტა. მან ოქრუაშვილს კრიმინალი უწოდა და განაცხადა, რომ “პოლიტიკაში დაბრუნების საშუალებას არ მისცემს”.

ბუტა რობაქიძის დაღუპვის დროს შს მინისტრი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

საპასუხოდ ოქრუაშვილმა თავის კომენტარში განაცხადა, რომ ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა და აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს”


ასევე წაიკითხეთ