ბრიტანეთის გვირგვინის ერთ-ერთი მემკვიდრის, პრინც ჰარის სენსაციური ინტერვიუ " />

ინგლისის სამეფო ოჯახს ტახტი აღარ იზიდავს

ბრიტანეთის გვირგვინის ერთ-ერთი მემკვიდრის, პრინც ჰარის სენსაციური ინტერვიუ

პრინცმა ჰარიმ, ბრიტანეთის გვირგვინის პირდაპირი მემკვიდრის პრინც ჩარლზის უმცროსმა ვაჟმა ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ს სენსაციური ინტერვიუ მისცა.

კერძოდ, მან ინტერვიუში თქვა, რომ ინგლისის სამეფო ოჯახში დედოფალი ელიზაბეტ მეორის ადგილის დაკავებაზე არავინ ოცნებობს. ახლა ის 92 წლისაა, ის ტახტზე 65 წლის წინათ ავიდა. „მაგრამ როდესაც ეს საჭირო გახდება, ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ, – დასძინა პრინცმა ჰარიმ, რომელიც გვირგვინის პრეტენდენტთა რიცხვში მეხუთე ადგილს იკავებს.

სხვა კითხვებთან ერთად პრინცმა ჰარიმ დედასთან  ურთიერთობაზე დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, დედამ ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ ის და მისი ძმა რიგითი ადამიანების ცხოვრებას გაცნობოდნენ. „მონარქიც რომ გავხდე, – თქვა პრინცმა, – სუპერმარკეტში საყიდლებზე მაინც მე თვითონ ვივლი“.

მან თავისი ბავშვობის ყველაზე მტკივნეული მოგონებაც გაიხსენა – ეს იყო დღე, როდესაც 1997 წელს პარიზში 36 წლის ასაკში  ავტოკატასტროფაში დაღუპული დედის ცხედარს ნათესავებთან ერთად  ლონდონის ქუჩებში მიაცილებდა.


ასევე წაიკითხეთ