ასეთი რამ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება " />

ივნისი აზერბაიჯანში: რეკორდული სიცხე და 16 მზის დარტყმა

ასეთი რამ ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება

აზერბაიჯანში 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი ივნისი დადგა, – ირწმუნება ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

მხოლოდ ერთ დღეში, 24 ივნისს, და მხოლოდ ბაქოში, მზის დარტყმა მიიღო და საავადმყოფოს მიმართა16-მა ადამიანმა. 

• რატომ იხრჩობიან აზერბაიჯანის სანაპიროებზე ადამიანები?

• როგორ აცხობენ აზერბაიჯანში „მზის პურს“

10 დაზარალებული ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენებს დახმარება გაუწიეს და შინ გაუშვეს, – იუწყება Qafqazinfo.

გასულ წელს მთელი ივნისის განმავლობაში 14 მზის დარტყმა დაითვალეს. თუმცა, ჰიდრომედცენტრი მაშინაც განგაშს სცემდა და ანომალურ სიცხეზე ლაპარაკობდა.

24 ივნისს აზერბაიჯანში ტემპერატურამ 37 გრადუსს მიაღწია. ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მუჰტარ ბაბაევის თქმით, ეს ივნისისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

 „უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში საშუალო ტემპერატურა 1,4 გრადუსით გაიზარდა, და ვფიქრობ, რომ ეს დრამატული მატებაა. ეს ეკონომიკის გარკვეულ სფეროებზე დიდ გავლენას ახდენს“,ციტირებს მინისტრის სიტყვებს Report.

ბაქოელები სოციალურ ქსელებშიც ერთმანეთის მიყოლებით ჩივიან სიცხესა და იმაზე, რომ ბაქოში ძალიან ცოტა ხე და ჩრდილიანი პარკია.

ეკოლოგები ამბობენ, რომ სიცხე კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.


ასევე წაიკითხეთ