არჩევნები 24 ივნისს ჩატარდება" />

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

არჩევნები 24 ივნისს ჩატარდება

18 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. არჩევნები 24 ივნისს გაიმართება – იმაზე ერთი წლით ადრე, ვიდრე უნდა ჩატარებულიყო, – იუწყება  CNN.

2017 წელს თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც ერდოღანს უფლებამოსილება გაეზარდა, ქვეყანა კი საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, სხვა დანარჩენთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტს, პარლამენტის 60 პროცენტის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის უფლებას აძლევს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ